ქობულეთში სამაშველოს განახლებული შენობა გაიხსნა

ქობულეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს სამაშველოს განახლებული შენობა გაიხსნა. „სააგენტომ ძველი სამაშველო შენობა სრულად განაახლა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ქობულეთის სამაშველო სამმართველოს შენობა ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში, განახლებულ შენობაში სამაშველო განყოფილების 15 თანამშრომელი, მათ შორის, გემწამყვანები, მყვინთავები …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებს მადლობას უხდის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 25 იანვარს, „აჭარაში მოსული უხვი ნალექის დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მუნიციპალიტეტებში პაციენტებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდების პროცესში სამაშველო სამსახურის ბრიგადები ეხმარებოდნენ. 25-27 იანვარს მაშველებმა რეაგირება მოახდინეს 30 გამოძახებაზე, 18 შემთხვევაში კი _ პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია“. სამინისტრო მადლობას უხდის სამაშველო სამსახურს გაწეული დახმარებისათვის. დიდთოვლობის დროს სასწრაფო დახმარების სამსახური შეფერხებით მუშაობდა ბათუმშიც.

Exit mobile version