„არ არის კეთილი ბიძინა, რუსულია მთელი თავისი ცნობიერებით“ – ინტერვიუ ლაშა ბუღაძესთან

„ზუსტად მზია ამაღლობელი, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის მოძრაობისა, მათ აშინებთ… ივანიშვილის რეჟიმი მილიონებს ხარჯავს, რომ მზია ამაღლობელით დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი სინდისის პატიმრით, ასევე, თქვენით და ჩემით დამთავრებული – არ იყოს არანაირი თანაგრძნობა. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენ მათთვის ვიყოთ საძულველები. ისინი ჩვენ არ მიგვიჩნევენ ადამიანებად. ეს არის დეჰუმანიზაცია,“ – მიიჩნევს მწერალი ლაშა …

„ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა“ – დისკუსია ბათუმში დღეს საღამოს

ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა საქართველოს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით – ამ თემაზე დღეს, 23 ივნისს დისკუსიას შეგიძლიათ დაესწროთ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრის სპიკერები იქნებიან: მწერლები დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე, ასევე „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი – გიორგი მშვენიერაძე. დისკუსიის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“. დისკუსია საღამოს 8 საათზე დაიწყება. მისამართი: 26 მაისის ქუჩა #31 ___ ევროპარლამენტმა, …

„პატარა ქვეყნის ისტორია, როგორც რომანი“ – ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია ბათუმში

24 დეკემბერს, 14 საათზე, ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში ქართველი მწერალი ლაშა ბუღაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „პატარა ქვეყნის ისტორია, როგორც რომანი“. ლაშა ბუღაძემ ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანისთვის – „პატარა ქვეყანა“ 2018 წლის ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო ნომინაციაში – წლის საუკეთესო რომანი. „პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია და მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების …

„ცენზურა და ტექსტი“ – ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია ბათუმში

დღეს, 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 234-ე აუდიტორიაში, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მარჯანიშვილის თეატრის დრამატურგის ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ცენზურა და ტექსტი“. საჯარო ლექცია გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისთვის, ისე, საზოგადოების ფართო წრეებისთვის.  ლექციაზე დასწრება თავისუფალია. ამავე თემაზე, ლაშა ბუღაძე ბსუში ხვალაც ისაუბრებს. 6 ოქტომბერს ლექცია 12:00 საათზე დაიწყება.

Exit mobile version