ქობულეთში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ პაციენტთან [კაფე „ჰავანას“ კლასტერი] კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს. გუშინ, 17 აგვისტოს, ეპიდემიოლოგიურად მოკვლეული და კარანტინში გადაყვანილი იყო კაფე „ჰავანას“ კლასტერთან დაკავშირებული 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა 12 მოქალაქე. PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული იყო დამატებით 110 პირისგან. 18 აგვისტოს მონაცემებით კი, ქობულეთის შემთხვევებიდან კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 მოქალაქე. …

უფასო ტესტირება მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ქობულეთის COVID19-ის შემთხვევებთან – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის COVID19-ის დადასტურებელ შემთხვევებთან, ან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კაფე „ჰავანაში“, შეუძლიათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ შემდეგ დაწესებულებებში: [checklist] მედჰაუსი“ – ქ. ქობულეთი, მის: 26 მაისის ქ. N 2 “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი” – ქ. ბათუმი, მის: ბარათაშვილის ქ. N 30 [/checklist] ტემპერატურის და სხვა …

ქობულეთში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. “ქობულეთის კლასტერიდან”, რომელიც დაკავშირებულია კაფე “ჰავანასთან”, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ ორ პირს. ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს, კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს, …

ქობულეთში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

მას შემდეგ, რაც ქობულეთში, კაფე ჰავანას“ თანამშრომელს გუშინ, 15 აგვისტოს, კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან ახლო კონტაქტში მყოფ 53 პირს PCR ტესტი ჩაუტარეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. 16 აგვისტოს მონაცემებით, ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პასუხები ხვალ, …

ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფეში მუშაობდა COVID 19 დაუდასტურდა

ქობულეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძის თქმით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთში ერთ-ერთ ბუნგალოში მუშაობდა. “ძალიან არასასიამოვნო შემთხვევა არის ჩვენთვის, ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე “ჰავანა”, ბუნგალო ქობულეთში  და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, …

Exit mobile version