შსს: იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 11 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარაში, სამეგრელოსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დაკავებულია 11 პირი. „სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის 3 პისტოლეტი, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, …

შსს: იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, პასუხისგებაში 15 პირი მიეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „კალაშნიკოვი“, 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 6 პისტოლეტი, 3 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, 602 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და 6 მჭიდი. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, პასუხისგებაში 15 პირი მიეცა. გამოძიება საქართველოს …

შსს ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავებაზე

ქობულეთში, აჭყვისთავი-ალამბრის შიდა სასოფლო გზაზე, 13 ნოემბერს ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ახლახან გაავრცელა: „შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ 1975 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის გზაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომობილით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა გ.თ.-ს, გადამოწმების მიზნით, გაჩერება მოსთხოვეს. იგი არ დაემორჩილა …

დაკავება ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ

ორმხრივი სროლის შემდეგ ქობულეთში, ალამბარი-აჭყვისთავის შიდა სასოფლო გზაზე ხვიჩა თ. დააკავეს. შემთხვევა 13 ნოემბრის ღამეს მოხდა. ადგილობრივების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი ბრალდებულმა გაუხსნა, რასაც პოლიციელთა მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. “როგორც ვიცი, ნარკოტიკებს და იარაღის შენახვას ედავებოდნენ. იმალებოდა ბიძაშვილთან. მანამდე რამდენიმე დღით ადრეც სცადეს დაკავება, მაშინაც სროლა იყო, მაგრამ მოახერხა დამალვა… ბოლოს გზაზე დახვდნენ და დააკავეს. სოფელ …

იარაღის საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი მესამე დღეა შიმშილობს

ბათუმში, 6 სექტემბერს იარაღის უკანონო შენახვა-ტარების საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი მესამე დღეა შიმშილობს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროშიც: „ბრალდებულმა მ.ო-მა  შიმშილობა დაიწყო 15 სექტემბერს და დღესაც აგრძელებს. მ.ო. იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია“, – ვკითხულობთ სამინისტროს პრესსამსაურის მიერ მოწოდებულ წერილში. მინდია …

Exit mobile version