„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის“როგორც მომზადების, ისე გადამზადების პროგრამებზე მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 28 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ. „თეგეტა აკადემია“ პროექტს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს. სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიის“ რეგიონული მენეჯერი: „აღნიშნული პროგრამები ბაზრის დეტალური კვლევის შედეგად შევქმენით. რეგიონში საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველების …

„თეგეტა აკადემიის“ ბათუმის ფილიალში პროფესიული მომზადების პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს

პროექტი USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბური პროექტი დაიწყო. ბათუმის ფილიალში პროფესიული მომზადების  პროგრამების განხორციელების უფლება 3 წლის ვადით უკვე მოიპოვა და ახლა მსმენელთა მიღება მიმდინარეობს. რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 ნოემბერია. სასწავლო პროცესი კი 25 ნოემბრიდან დაიწყება. „თეგეტა აკადემიამ“ მიმდინარე წელს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 14 …

ბათუმში, „თეგეტა აკადემიაში“ სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ტრენინგი დაიწყო

დასავლეთ საქართველოში თეგეტას დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპი  სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის სასწავლო კურსით  დაიწყო.   სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის სასწავლო ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს. ტრენინგის მონაწილეებს „თეგეტა“ სრულად აფინანსებს. „თეგეტაში შეგიძლია ძალიან მოკლე ვადაში განვითარდე და წინ წახვიდე“ – ამბობს მაკა ფურცხვანიძე, აკადემიის კურსანტი და აღნიშნავს, რომ „თეგეტამ“ მისცა უნიკალური შანსი, ესწავლა და …

23 ივნისს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტი კოჯი მაცუნო ტოიოტა ცენტრ ბათუმს ესტუმრნენ

ტოიოტას ახალი ცენტრი ბათუმში, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია და ათეულობით ადგილობრივი დასაქმებული. 23 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, ტოიოტა კავკასიის და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლობა ტოიოტა ცენტრ ბათუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შოურუმი და სერვისცენტრი დაათვალიერეს და ისაუბრეს აღნიშნული პროექტის როლზე რეგიონული ეკონომიკის …

ღია კარის დღე „თეგეტა აკადემიაში“

26 ნოემბერს ქალაქ ბათუმში „თეგეტა აკადემიამ“ ღია კარის დღე გამართა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ აჭარის რეგიონში მოღვაწე წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე, სადაც „თეგეტა აკადემიამ“ საინტერესო და ინტერაქტიული პრეზენტაცია წარმოადგინა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ „თეგეტა აკადემიის“ მიმდინარე სიახლეებსა და პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას. „თეგეტა აკადემია“ ფუნქციონირებს 2017 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, …

ისარგებლეთ 20%-იანი ქეშბექ შეთავაზებით თეგეტა მოტორსისგან

თეგეტა მოტორსი მომხმარებელებს ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე 20%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში ზაფხულის საბურავების, აკუმულატორების, ზეთების, ფილტრების, ავტოსათადარიგო ნაწილების, დანადგარებისა და სხვა ნებისმიერი პროდუქტის თუ სერვისის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის ზუსტად 20% თეგეტა ქარდზე დაუბრუნდებათ. აქცია მოქმედებს თეგეტას მთელს ქსელში 31 აგვისტოს ჩათვლით. 20%-იან ქეშბექ აქციასთან ერთად, მომხმარებელი ასევე მიიღებს უსასრულო გარანტიას …

თეგეტა მოტორსმა თიბისის მხარდაჭერით აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა

ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით თეგეტა მოტორსის ახალი, რეგიონალური ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა და რეგიონში ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო ჩატარდა. ფილიალის სრული ფართობი მოიცავს 40, 183 კვ.მ.-ს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას. აღნიშნული ფილიალი წარმოადგენს თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილ მომსახურების ცენტრს საქართვლოში. კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა …

ბათუმში თეგეტა მოტორსის ახალი ცენტრი და კავკასიის ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო გაიხსნა

დღეს, 27 ივლისს, თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილი მომსახურების ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა ბათუმში. რეგიონული ავტოსერვისის ცენტრი ხახულისა და გაგარინის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს და 10 641 კვ.მ. ფართობზეა განთავსებული. თეგეტა მოტორსის საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ქალაქ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მთავრობის სხვა წევრებთან ერთად. თეგეტა ცენტრში დღესვე, საღამოს შვიდ საათზე ჯგუფ …

თეგეტა მოტორსი პირველ საავტომობილო ექსპოს გამართავს ბათუმში

Tegeta Motors • თეგეტა მოტორსი საქართველოში პირველ მრავალპროფილურ საავტომობილო ექსპოს ბათუმის ახალ რეგიონალურ ფილიალში გამართავს. ექსპოზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიო მასშტაბის ბრენდები როგორც საავტომობილო ინდუსტრიიდან, ასევე პროდუქტების და მძიმე ტექნიკის მიმართულებით: Porsche, Toyota, Volvo, Mazda, MAN, Bosch, Phillips, Bridgestone, Michelin, Varta, Total, JCB, Shell, Mobil და სხვა. გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და გაეცნონ მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიის …

თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 30 მლნ ლარის ოდენობის ობლიგაციები გამოუშვა

საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში საქართველოში ლიდერმა კომპანიამ შპს „თეგეტა მოტორსმა“  30,000,000 ლარისოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზემსხვილი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველიობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო. ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, …

4,4 მილიონი ლარი 60 პიკაპისთვის – შს სამინისტროს დავების საბჭოში უჩივიან

შსს-მ „უსაფუძვლოდ შეზღუდა ყველა იმ მეწარმე სუბიექტის კანონიერი უფლება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებში, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენელს, მაგრამ აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ჯეროვნად, დროულად და მაღალი ხარისხით გაუწიოს შემსყიდველს მომსახურება“ – აღნიშნულია „თეგეტა მოტორსის“ საჩივარში. კომპანიამ საჩივრით შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს იმ ტენდერის პირობების გამო მიმართა, რომლითაც შსს 60 …

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი კერძო სექტორში გადავიდა სამუშაოდ

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. პაატა დუმბაძე ამ ინფორმაციას ადასტურებს და განმარტავს, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი ახალი სამსახური, კერძოდ, მისი შპს „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად დანიშვნა გახდა. „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად მუშაობდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც 2014 წლამდე, ვიდრე ის ბათუმის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნებოდა.

Exit mobile version