780 მლნ ადამიანს თამბაქოზე თავის დანებება სურს -NCDC

დღეს, 31 მაისს, საერთაშორისო დღე „თამბაქოს გარეშე“ (World No Tobacco Day) აღინიშნება.  ამ დღეს ყურადღება მახვილდება თამბაქოს გლობალურ ეპიდემიაზე. 2021 წელს დღის „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ აღსანიშნავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წამოიწყო გლობალური კამპანია ლოზუნგით „Commit to Quit”. ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს  100 მილიონამდე ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით უარი თქვას თამბაქოს მოხმარებაზე სხვადასხვა მეთოდისა თუ ციფრული საშუალების დახმარებით. …

მითია, რომ ნიკოტინს შეუძლია კორონავირუსისგან დაიცვას ადამიანი – გამყრელიძე

დღეს, 31 მაისს, თამბაქოსგან თავისუფალი მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ თამბაქოს მოხმარება ახალი კორონავირუსის გართულებებს იწვევს და მითია ის მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს უნარი კორონავირუსისგან დაიცვას ადამიანი. „რაც შეეხება თამბაქოს და კოვიდს, ორივე აზიანებს სასუნთქ სისტემას. სწორედ თამბაქოს და კოვიდის …

კვლევები, რომლებიც მოწევას წარმოაჩენენ COVID19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია – WHO

„კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია,“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით. „თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის, 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია. თუ არსებული …

სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობები

საქართველოს კანონმდებლობით, სიგარაბარი არის სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოწყობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე და რომელშიც დაშვებულია მხოლოდ პაპიროსის, სიგარისა, სიგარილას მოწევა, ასევე სასმელის შეთავაზება. სიგარაბარის სანებართვო მოსაკრებელი 15 000 ლარია. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა კი 4 წლის ვადით გაიცემა. სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს. ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების …

თამბაქოს კვამლი სკოლის ტუალეტიდან

პირველი სიგარეტი თემო სკოლის მოსწავლეა, 17 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია სიგარეტს ეწევა. 13 წლის იყო, როცა სიგარეტი გასინჯა, ინტერესის გამო. შემდეგ, ამბობს, რომ ჩვევად ექცა. თემომ იცის, რომ სიგარეტი მავნეა მისი ჯანმრთელობისთვის, თუმცა თავს ვერ ანებებს. „მშობლებმაც იციან, რომ ვეწევი, მაგრამ… უკვე შეეგუენ“, – ამბობს ის. საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, ქვეყანაში 1 700 …

შენიშვნა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის

„ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ” – უთხრა „ბათუმელებს“ ლანა კიკავამ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა. უწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ჯუმბერ სურმანიძეს, სიგარეტის ავტომანქანიდან გადმოგდებისთვის, მხოლოდ შენიშვნა მისცეს. „არ ვმალავ, მწეველი ვარ, მაგრამ ნაგავი მე არ გადმომიგდია მანქანიდან, მხოლოდ სიგარეტის ნამწვავი გადმოვაგდე. გთხოვთ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მომცეთ და ნუ დამაჯარიმებთ” – მიმართა მოსამართლე …

ჯარიმა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის

„მერაბ ცეცხლაძე გადაადგილდებოდა ბათუმში ავტომანქანით, რა დროსაც მან მანქანის სალონიდან პირდაპირ ქუჩაში გადმოაგდო თამბაქოს კოლოფი“, – ასე აღწერა შემთხვევა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა, ლანა კიკავამ სასამართლო პროცესზე. მან პირის სამართალდამრღვევად ცნობა და მისთვის ჯარიმის – 120 ლარის გადახდა მოითხოვა. „არ მესმის ამ სისტემის არაფერი. იქვე ახლო-მახლო ნაგვის ურნა ვერ შევნიშნე და ამიტომ გავაკეთე. ვაღიარებ, …

Exit mobile version