„მინისტრი შუამავლობას დაგვპირდა, მაგიტომ დავიშალეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა, არც კი შეგვხვედრია. ჩვენ მორიგი საპროტესტო აქციისთვის ვემზადებით,“ – ამბობს ნოდარ ქათამაძე. ის 21 მარტს ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ბიძაა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საპროტესტო აქციას შაბათს ისევ გამართავენ. აქციის ადგილი ამ ეტაპზე უცნობია. ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს. ისინი …
Tag Archives: ზუკა ფაღავა
ზუკა ფაღავასა და 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეები – რას ამბობენ რეგულირების სააგენტოში
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაასრულა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელის, ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების შესწავლა და ერთი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალები ახლა სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს და დაასტუროს ან უარყოს ექიმის პასუხისმგებლობა პაციენტის გარდაცვალების საქმეში. 26 წლის ზუკა ფაღავა წელს, 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო …
აჭარა TV ზუკა ფაღავას მოულოდნელ გარდაცვალებაზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართავს
გუშინ, 26 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა. აჭარის ტელევიზია დღეს ავრცელებს განცხადებას, რომ ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები. „გამომდინარე იქედან, რომ არსებობს კითხვის ნიშნები პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ და ამავე დროს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკურია, მივმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმედი გვაქვს, რომ …
აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი 26 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა “დილის ტალღის” ვიდეო – მემონტაჟე ზუკა ფაღავა დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. მაუწყებელში ამბობენ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. „ზუკა ამბობდა, რომ კუჭი ტკიოდა. სამსახურში იყო, როცა ცუდად გახდა. რვა საათისკენ სასწრაფო გამოვიძახეთ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც წნევა გაუზომეს, გადასხმა გაუკეთეს. ვერ მიხვდნენ რა სჭირდა. ამასობაში გარდაიცვალა კიდეც. გარდაცვალების მერე ბოდიში მოუხადეს მის …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი 26 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა”