„ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა. „საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ დაწესებული დროებითი რეგულაციით (საბაჟო გამშვებ პუნქტ „პოსოფ-თორქგოზუზე“ სამშენებლო სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე), მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა და მგზავრებმა საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განახორციელონ 09:00 საათიდან 18:00 …

ვალეს საბაჟო აგვისტომდე არ გაიხსნება – შემოსავლების სამსახური

თურქული მხარის თხოვნით, სარემონტო სამუშაოების წარმოების გრაფიკის ივლისის თვის ჩათვლით გადავადების გამო, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე ,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება – აღნიშნულია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 25 აპრილიდან, „ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის პროცედურები …

ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების შემოტანის მცდელობა სარფსა და ვალეში

15-20 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „ვალე“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების: ე.ჩ-სა და ტ.ი-ს კუთვნილი ავტომობილისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ჯამში, 75 ცალი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.

RS: თურქეთში გასამგზავრებლად დროებით ისარგებლეთ საბაჟო გამშვები პუნქტებით „ვალე“ და „კარწახი“ 

22 მარტს თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“  ფუნქციონირების შეჩერების გამო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, 22 მარტს,  08:00 საათიდან 20:00 საათამდე თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ისარგებლონ საბაჟო გამშვები პუნქტების – „ვალესა“ და „კარწახის“ მომსახურებით. 22 მარტს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო,  საბაჟო …

Exit mobile version