შუახევში ელექტროენერგია არ არის, ხულოსა და ქედას კი – ნაწილობრივ მიეწოდება

ამ დროისთვის შუახევის მუნიპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შუახევის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი 35-კილოვატიანი ხაზი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებაა ხულოშიც. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია მხოლოდ დაბა ხულოსა და ორ სოფელს, დეკანაშვილებსა და ვაშლოვანს მიეწოდება. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება დანდალოს, წონიარისის, …

აჭარის მთიანეთში რამდენიმე სოფელს შუქი არ მიეწოდება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის დაბლობში 10 სმ-მდე, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-მდე აღწევს, თოვს ქედასა და შუახევშიც. მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ თოვას ავტოტრანსპორტის გადაადგილებაში პრობლემები არ შეუქმნია. რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაცით, ამ დროისთვის შუქი მხოლოდ საციხურის თემის სოფლებს არ მიეწოდება. მისივე ინფორმაციით მიმდინარეობს აღდგენითი …

15 დეკემბერს ქობულეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეუწყდება

15 დეკემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2100 აბონენტს ქობულეთის მუნიციპალტეტის შემდეგ სოფლებში: კოხში, ჭახათში და ხუცუბანში, 11:00-დან 15:00 საათამდე კი – 977 აბონენტს ქობულეთის სოფელ კვირიკეში. ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაითიშება.

მოქალაქის სარჩელი “ენერგო-პრო ჯორჯიას” წინააღმდეგ დაკმაყოფილდა

მოქალაქე დავით ცინცაძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. “ენერგო-პრო ჯორჯიამ” მას სამწლიანი ლოდინის შემდეგ ელექტროენერგია უნდა მიაწოდოს.  დავით ცინცაძის ოჯახი მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 წლიდან ცხოვრობს. ის თვითნებურადაა შესახლებული. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დავით ცინცაძე სასამართლოში “ენერგო-პრო ჯორჯიას”, ასევე ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს უჩიოდა. წინა სასამართლო პროცესზე ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ მათ ქონების საკუთრების …

რა შემთხვევაში გაიაფდება ელექტროენერგია

ელექტროენერგიის დღეს მოქმედი გაზრდილი ტარიფები სემეკმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაადგინა. მაშინ ტარიფის გაზრდის მიზეზად, ძირითადად, ვალუტის კურსის ცვლილება [ლარის გაუფასურება] დასახელდა. დღეს, ლარის კურსის გამყარების ტენდენციის ფონზე, შეიცვლება თუ არა ტარიფები და რა შემთხვევაში? – სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აკვირდებიან სიტუაციას და „ვალუტის კურსის არსებითი ცვლილების შემთხვევაში“ ტარიფებს აუცილებლად დააკორექტირებენ. ვინაიდან ენერგეტიკის სფერო საქართველოში …

„ენერგო-პრო ჯორჯია“: აჭარის სოფლებში გეგმიური გათიშვები ხვალაც გაგრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურია და უამინდობას არ უკავშირდება. კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოები ხვალ, 16 მარტსაც გაგრძელდება და დილის 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაბა ქედას, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზვარეს, ზესოფელს, ვაიოს, ზენდიდსა და კვაშტას. დღეს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში …

ბათუმში 360 აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ბათუმში, ე.წ. ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 360 აბონენტს შუქი გუშინ, 3 თებერვალს, გვიან ღამით შეუწყდა და ამ დრომდე არ ჩართულა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი დაზიანებული კაბელია. „ამ წუთას მიდის მუშაობა, გასული ბრიგადა,” – ამბობენ ენერგოკომპანიაში.

აჭარის სოფლებში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

დიდთოვლობის გამო აჭარის სოფლებში შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება – ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატი ავრცელებს. საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობაში შეიკრიბა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მიმართულებით გზებს წმენდენ. მძიმე ტექნიკა მუშაობს ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მწვანე კონცხის გვირაბთან. უსაფრთხოების მიზნით გზებზე ყრიან ტექნიკურ მარილს. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 6400-მდე აბონენტს.  რეგიონის …

ენერგოპრო: ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგია გაითიშება

“ენერგოპრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს, 12:30-დან 13:30 სთ-მდე, ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება პუშკინის, ტბელ აბუსერიძის, გრიბოედოვის, ფიროსმანის ქუჩებს, ლერმონტოვიდან ინასარიძის ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე, 12:30 სთ-დან 20 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გაითიშება დუმბაძის ქუჩასა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. “ენერგოპრო ჯორჯიას” ინფრომაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უფასო უშუქობა ამჯერად ცენტრის ბრალი ყოფილა

„საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ“ სამშაბათიდან 100 მეგავატით გაზარდა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა. როგორც ჟურნალისტებს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში აცნობეს, დღეისათვის რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობა 300 მეგავატს შეადგენს. იმპორტის მოცულობის გაზრდის საფუძველი გახდა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის წერილობითი თხოვნა რუსული მხარისადმი. 300 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მისი მოცულობა 250 მეგავატამდე შემცირდება. …

როდის გვექნება შუქი უფასოდ

აჭარის მეთაურის, ასლან აბაშიძის ბოლოდროინდელი მოსკოვური ვიზიტის შესახებ, აბაშიძემ ბათუმის აეროპორტშივე ისაუბრა და აჭარის მოსახლეობას სამი თვით უფასო ელექტროენერგიას დაპჰირდა. ხალხი უფასო შუქს მიმდინარე კვირის ორშაბათიდან ელოდა. თუმცა, მოლოდინი გაცრუვდა. სხვათა შორის, ამ კვირას მოსულმა თოვლმა მნიშვნელოვნად  დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის ორიოდსაათიან მოწოდებაშიც სერიოზული პრობლემები შეიქმნა. იქნება თუ არა დაპირებული უფასო დენი. როგორც …

Exit mobile version