„იარაღიც რომ გაგვითავდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ამერიკულ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იარაღის ამოწურვის შემთხვევაშიც კი, უკრაინელები „ნიჩბებით იბრძოლებენ“ რუსეთის წინააღმდეგ. მისივე თქმით, იწურება დრო კონგრესის ახალი შეთანხმების მისაღებად, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას უკავშირდება. კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაზრდით პოტენციურად შესაძლებელი გახდება ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილება. „რა ძვირიც …

კულება: ევროკავშირი ვერ შეძლებს მილიონი ჭურვი გადმოგვცეს 2024-ის მარტამდე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ევროკავშირი ვერ მოახერხებს თავისი დანაპირების შესრულებას და უკრაინისთვის 2024 წლის მარტამდე მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას, იტყობინება „ევროპეისკა პრავდა“. კულებას თქმით, „ბლუმბერგის“ სტატია მილიონი ჭურვის ვერგადაცემაზე სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ეს გამოწვეულია არა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური ნების ნაკლებობით, არამედ ბლოკის წევრთა თავდაცვითი წარმოების ცუდი მდგომარეობით და „ძალიან ბევრი ბიუროკრატიით“. უკრაინელმა …

„რაც უფრო დიდია რაკეტის მანძილი, მით უფრო ხანმოკლეა ომი“- კულება

„უკრაინას სჭირდება Taurus-ის რაკეტები, რათა გადაარჩინოს მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დააჩქაროს თავისი ტერიტორიების გათავისუფლება და დაასრულოს ომი უფრო სწრაფად“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში. კულებას თქმით, Taurus-ის რაკეტების დახმარებით უკრაინას შეუძლია მისწვდეს უკრაინაში მყოფ რუსეთის საოკუპაციო ძალებს ფრონტის ხაზის უკან, ჩამოშალოს მათი ლოჯისტიკა, გაანადგუროს სამეთაურო ცენტრები და …

უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს, ეს პუტინის მეხუთე მარცხია – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ 2023 წლის პირველ მარტს რუსეთმა მეხუთე მარცხი იწვნია უკრაინაში – უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს. ამის შესახებ კულება ფეისბუქზე წერს. „2023 წლის 1-ელ მარტს პუტინმა იწვნია მეხუთე მსხვილი მარცხი სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ – უკრაინამ დაამარცხა მისი ზამთრის ტერორი. ჩვენ გავუძელით ყველაზე რთულ ზამთარს ჩვენს ისტორიაში. იყო სიცივე და სიბნელე, …

საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა ეროვნული ტელემარათონის ეთერში – ინფორმაციას და კულებას ციტატას აღნიშნულ თემაზე უკრაინული გამოცემა 24tv.ua ავრცელებს. კულებას თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა, თუმცა როდის წავა დიპლომატი საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. გამოცემა წერს, რომ კულებას თქმით, კიევი …

თუ NATO იარაღის წარმოებას არ გაზრდის, ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ – კულება

29-30 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტში იკრიბებიან. ეს წელს NATO-ს ბოლო მინისტერიალია. ბუქარესტის შეკრებაზე კიევი, სავარაუდოდ, კვლავაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მოითხოვს. როგორც მინისტერიალამდე ორი დღით ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამოცემა Politico-ს უთხრა, „თუ NATO იარაღის წარმოებას არ გააფართოებს, უკრაინა რუსეთთან ომში ვერ გაიმარჯვებს“. კულება ხაზს უსვამს, რომ საჭიროა მომდევნო …

ბუნდესტაგი ჰოლოდომორს გენოციდად აფასებს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ ბუნდესტაგი ჰოლოდომორს გენოციდად აფესებს და ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა შემდეგ კვირაში ამ საკითხზე რეზოლუციის მიღებაზე. „ყველა დემოკრატი გერმანული ფრაქცია შეთანხმდა შემდეგ კვირაში ჰოლოდომორთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ერთობლივი რეზოლუციის მიღებაზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას გენოციდად აფასებს. უკრაინელი ხალხის პატივისცემისთვის მადლობა გერმანიას და პერსონალურად ლარს კლინგბეილს, ომიდ ნურიპოურს, კრისტიან დუერს და …

„ბინძურ ბომბზე“ შოიგუს განცხადების გამო უკრაინა ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტებს იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინაში არსებულ მშვიდობიან დაწესებულებებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მოიწვია. როგორც კულება წერს, რუსეთის „ცრუ ბრალდებების“ პასუხად, უკრაინა რჩება გამჭვირვალე და „დასამალი არაფერი აქვს“. „რაფაელ გროსისთან სატელეფონო საუბრის დროს ოფიციალურად მოვიწვიე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ სასწრაფოდ გამოგზავნოს ექსპერტები უკრაინაში იმ მშვიდობიან დაწესებულებებში, რომლებშიც ბინძური ბომბის განვითარებაზე ავრცელებს …

კულებამ ევროკავშირის მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა და ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ევროკავშირს ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ირანმა რუსეთი კამიკაძე-დრონებით მოამარაგა, რომლებიც ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქების დასაბომბად გამოიყენება. კულებამ ასევე მოითხოვა, რომ შემდეგი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ იყოს უფრო მკაცრი. დღეს, 17 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციით ისაუბრა, კამიკაძე-დრონებით კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქში განხორციელებულ …

პუტინის სრული უპატივცემულობა ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ – კულება მობილიზაციაზე

პუტინს „სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს“, –  ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას. „პუტინმა სრული უპატივცემულობა გამოავლინა ჩინეთის, ინდოეთის, მექსიკის, თურქეთის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც დიპლომატიისკენ და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ. მას სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს …

დღის წესრიგში ახლა განრიგია, სწრაფი მომარაგება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს – კულება

„მადლობა პარტნიორებს, უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე ჩვენი საერთო წარმატებაა“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. კულებას თქმით, უკრაინა გაზაფხულიდან ითხოვდა იარაღს პარტნიორებისგან, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო, ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდების დაჩქარებაა – „სწრაფი მომარაგება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს“. „იარაღი, იარაღი, იარაღი – ჩვენს დღის წესრიგში გაზაფხულიდან დგას. მადლობელი ვარ პარტნიორების, რომლებმაც უპასუხეს …

კულება სამარცხვინოს უწოდებს მაკრონის მოწოდებას – „არ უნდა დავამციროთ რუსეთი“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც „როიტერსი“ წერს, მაკრონმა რეგიონულ გაზეთში 4 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში კიდევე ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთისთვის დამცირების არიდების აუცილებლობას. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინის „ისტორიული შეცდომის“ მიუხედავად, აუცილებელია, რომ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური საუბრებისთვის დარჩეს ადგილი. ჩვენ არ უნდა …

უკრაინა მზადაა შექმნას პირობები ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ უკრაინა მზადაა შექმნას შესაბამისი პირობები ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად. კულებას თქმით, ამას მხოლოდ ის აფერხებს, რომ რუსეთისგან არ არსებობს გარანტიები, სატრანსპორტო გზის ოდესაზე თავდასხმისთვის არგამოყენების შესახებ. თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა გრძელდება გაეროსა და პარტნიორებთან ერთად. „უკრაინა მზადაა შექმნას აუცილებელი პირობები ოდესის …

უკრაინამ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სხვა სიმბოლური ფორმატებით ჩანაცვლების მცდელობას სახის შენარჩუნების მცდელობას ადარებს. მისი თქმით, ევროპული არჩევანისთვის ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა – უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „სახის შენარჩუნების მცდელობა – აი, ასე გამოიყურება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სიმბოლური ფორმატებით ჩანაცვლების მცდელობები. ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით ევროპული არჩევანისთვის გადაიხადა …

კულება: შეიძლება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება – Financial Times

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ჟურნალ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საბრძოლო მიზნების ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, მანამ პარტნიორი ქვეყნები შეპირებულ მძიმე შეიარაღებას დროულად აწვდიან, უკრაინას შეუძლია რუსული ძალების ქვეყნის ტერიტორიიდან გაძევებაზე კონცენტრირდეს. როგორც გამოცემა წერს, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში მოსკოვის შეკავების შემდეგ, კიევის თავდაჯერებულობის ზრდის ნიშნად კულებამ აღნიშნა, რომ „გამარჯვების სურათი განვითარებადი კონცეპტია“. „ომის …

არ გვეშინია და არც მსოფლიოს უნდა ეშინოდეს – კულება გასული ღამის დაბომბვებზე

„არ გვეშინია და არც მსოფლიოს უნდა ეშინოდეს,“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინის ტერიტორიაზე გასულ ღამეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთს უჭირს წარმატების მიღწევა და საშინელი დანაკარგები აქვს, რის გამოც „სასოწარკვეთილი სარაკეტო ტერორი“ მოაწყო მთელ უკრაინაში. კულება საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის მეტი მძიმე შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდებს. …

ოდესის რაკეტებით დაბომბის შემდეგ კულება კედელს ითხოვს ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის 

„რუსეთი უნდა დასახელდეს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და, შესაბამისად, უნდა მოვეპყროთ,“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მისი თქმით, ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმების ერთადერთი მიზანი ტერორია. კულება აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთის სრული იზოლაცია: „კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებით ესხმიან“. „ოდესაზე რუსული სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი ტერორია. რუსეთი უნდა დასახელდეს ტერორიზმის …

დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას -კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს ესაუბრა. კულებას თქმით, დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის რაიმე სახის გვერდის ავლას. „რუსეთის მიმდინარე შემოჭრასა და უკრაინის გმირული თავდაცვის შესახებ ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ვესაუბრე. მან დამარწმუნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მისი მადლიერი …

ირანი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება უკრაინაში რუსეთის ომს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანელ კოლეგასთან ამირ აბდოლლაჰიანთან. კულებას თქმით, ირანმა უარყო ბრალდებები, თითქოს რუსეთს იარაღი ირანული კომპანიების დახმარებით გადააქვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი ეწინააღმდეგება უკრაინაში რუსეთის ომს და მხარს უჭერს დიპლომატიურ გადაწყვეტას. „მქონდა ზარი საგარეო საქმეთა მინისტრთან, ამირ აბდოლლაჰიანთან. ირანი ეწინააღმდეგება რუსეთის ომს …

„არ გაებათ“ – კულებას თქმით, რუსეთი აპირებს ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, უცხოურ მედიასა და პოლიტიკოსებს რუსეთის მხრიდან სავარაუდო მასიური დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ აფრთხილებს. კულებას თქმით, სწორედ ისინი იქნებიან რუსეთის სამიზნე უკრაინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რათა ხელი შეუშალონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. „რუსეთმა იცის, რომ იარაღის მიწოდება არსებითად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ამიტომ რუსეთი მობილიზებულია ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მოწოდებას. მოსკოვი ამზადებს მასიურ …

„მოგვაწოდეთ ისინი ახლავე: ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები“ – კულება პარტნიორებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მიმართავს და მოუწოდებს, მძიმე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ დაუყოვნებლივ. „ბუჩას ხოცვა-ჟლეტა ადასტურებს, რომ რუსეთის სიძულვილი უკრაინელების მიმართ სცილდება იმას, რაც ევროპამ ნახა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შეჩერების ერთადერთი გზა: დაეხმარეთ უკრაინას, რაც შეიძლება მალე გაყარონ რუსები. პარტნიორებმა იციან ჩვენი საჭიროებები. ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები, მძიმე საჰაერო თავდაცვის …

საფრანგეთი მზადაა უკრაინას იარაღით დაეხმაროს და მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით საფრანგეთი მზადაა უკრაინას იარაღით დაეხმაროს და მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას. „ვესაუბრე ჩემს ფრანგ კოლეგას. საფრანგეთი მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას. საფრანგეთი ასევე მზადაა უკრაინას თავდაცვისთვის მიაწოდოს იარაღი და ტექნიკა“ – წერს კულება ტვიტერზე. Розмова з французьким колегою та другом Жаном-Івом Ле Дріаном. Франція підтримує відключення РФ від …

ზელენსკი პარტნიორებს მიმართავს: “გათიშეთ რუსეთი SWIFT-იდან”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის  SWIFT-იდან (საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან) გათიშვას ითხოვს. „ახლოვდება ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი მკაცრი სანქციების პაკეტი. მქონდა საუბარი საფრანგეთის პრეზიდენთთან ემანუელ მაკრონთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-იდან, უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის დაწესებას და სხვა ქმედით ნაბიჯებს აგრესორის შესაჩერებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე. A package of additional tough sanctions …

Exit mobile version