ვერ დალევ, პურს ვერ მოზელ, თეფშებს რომ ვრეცხავ, ისიც მეზიზღება – უწყლო ოჩხამური

დაბა ოჩხამურის მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა აქვს. წყალი, რომელიც დაბას მიეწოდება, სასმელად არ ვარგა. მოსახლეობას დაბაში მდებარე ერთადერთი წყაროდან უწევს სასმელი წყლის ზიდვა. 70 წლის მზევინარ ბათმიძე დაბა ოჩხამურში ცხოვრობს. მისი სახლიდან წყარომდე, საიდანაც სასმელი წყალი მოაქვს, ორი კილომეტრია. ამბობს რომ ფეხი სტკივა. ამიტომ ხან ვის სთხოვს დახმარებას და ხან ვის. წყალი, რომელიც მის ონკანში …

E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს

ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის კვლევის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურებულია ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელთა არსებობა წყალში დაუშვებელია. სასმელ წყალში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტომ წყლის ნიმუშები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აიღო, შედეგები კი ოქტომბერში გამოაქვეყნა. ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო სხვადასხვა ბაქტერიით. …

რატომ აიმღვრა სასმელი წყალი – „ბათუმის წყლის“ განმარტება

ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას გადაკვეთაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 14 აგვისტოს დილით, ონკანში მღვრიე წყალი მოდიოდა. შპს „ბათუმის“ წყლის ინფორმაციით, „2019 წლის 13 აგვისტოს ქ. ბათუმში ზურაბ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას გადაკვეთაში ავარიულად დაზიანდა დ225 მმ-იანი ცენტრალური წყლის მილი. სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 14 აგვისტოს დილის 05:30 სთ. რის შემდგომაც აღნიშნულ არეალში არსებულ …

რატომ მოდის ბათუმის ცენტრში მღვრიე სასმელი წყალი

ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე [ვაჟა-ფშაველას გადაკვეთაში], დღეს [11:40] ონკანში მღვრიე წყალი მოდის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მღვრიე წყალი მოდის 26 მაისის ქუჩაზე [მაგალითად, N30-ში და მის მიმდებარედაც]. კომენტარისთვის „ბათუმის წყალს“ დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ადგილზე გამოაგზავნიან ლაბორატორიის წარმომადგენლებს. კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს სასმელი წყლის დაბინძურების მიზეზი, „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ კონკრეტულ მიზეზს ამ ეტაპზე ვერ …

Exit mobile version