ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა წინასაახალწლოდ ტრადიციული გირჩების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. გამოფენაზე, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, 74 სახეობის გირჩი იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების მიერ გირჩებისგან დამზადებული სუვენირებიც იყო გამოტანილი.
Tag Archives: გირჩების გამოფენა
გირჩების გამოფენა ბათუმის უნივერსიტეტში
დღეს, 26 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გირჩების გამოფენას მართავს. გამოფენა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 2018 წელს გირჩების გამოფენა მეხუთედ ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75-მდე სახეობის გირჩი. „აქვე გაიმართება გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა,“- ნათქვამია ბოტანიკური ბაღის განცხადებაში.
გირჩების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში
28 დეკემბერს ბათუმის ბოტანიკური ბაღი გირჩების გამოფენას მოაწყობს. „გამოფენა ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება გირჩების მრავალსახეობა და ასევე გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები, რომელთა შეძენას ნებისმიერი დამთვალიერებელი შეძლებს“. ადმინისტრაციის განცხადებით, გამოფენაზე უახლოესი შესასვლელი არის ჩაქვის მხრიდან (მე-3 სალარო). გამოფენაზე დასწრება უფასოა.