„ჩვენს დაშინებას ცდილობენ… მაგრამ ამან არ უნდა გამოიღოს შედეგი“ – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში, სადაც მოქალაქეებს ვკითხეთ მოსაზრება წყევლის გამო 3 ათასი ლარით დაჯარიმებაზე.
Tag Archives: გამოხატვის თავისუფლება
საიამ ბათუმში კარვის გაშლის გამო დაკავებული მოქალაქის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოიგო
„საიამ კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ცნობის საქმე ევროპულ სასამართლოში მოიგო,“ – წერს საია დღეს, 23 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში. საუბარია ბათუმში, 2022 წელს მომხდარ შემთხვევაზე: მოქალაქე ზურაბ ქარჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარავი გაშალა და ბავშვებისთვის სკოლებში უფასო კვება მოითხოვა. ზურაბ ქარჩავა კარავში დარჩენას და შიმშილობის დაწყებას აპირებდა, მაგრამ პოლიციელებმა მას კარავი წაართვეს და პოლიციის განყოფილებაში …
სტრასბურგში „გამჭვირვალობამ“ კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა მოქალაქის უკანონოდ დაჯარიმების გამო
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კიდევ ერთი მოქალაქის საჩივარი გაგზავნა, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 5 000 ლარით დაჯარიმების გამო. „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გავგზავნეთ. სისტემური რეპრესიისა და უკანონობის მორიგი მსხვერპლი GCRT-ის თანამშრომელი, კლინიკური ფსიქოლოგი თინათინ ჯავახიშვილია, რომელიც წლებია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამებში მუშაობს. პროტესტში მონაწილეობის გამო, 5 000-ლარიანი ჯარიმა მას …
საიამ სტრასბურგში გაგზავნა საჩივარი ტროტუარზე დგომის საქმეზე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 27 მაისს მოქალაქე დიმიტრი ჯამბურიას სახელით საჩივარი გაგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საქმე ეხება 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის წინ, ტროტუარზე მშვიდობიანი პროტესტის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 4-დღიანი პატიმრობის შეფარდებას. „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საია დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზე: 6 (1) (საქმის სამართლიანი განხილვის …
Continue reading “საიამ სტრასბურგში გაგზავნა საჩივარი ტროტუარზე დგომის საქმეზე”
„ოცნება“ საქართველოში შეკრების თავისუფლებას ფაქტობრივად აუქმებს – „გამჭვირვალობა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილი კანონები ფაქტობრივად აუქმებს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრების თავისუფლებას და რეპრესიული წესები ასევე წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ძირითად უფლებებთან. ორგანიზაციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 4-ჯერ შეიტანა ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში – ყოველ ჯერზე ცვლილებები უფრო მეტად რეპრესიულ შინაარს ატარებდა და …
Continue reading “„ოცნება“ საქართველოში შეკრების თავისუფლებას ფაქტობრივად აუქმებს – „გამჭვირვალობა“”
როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც კრიტიკას დააპირებს – ინტერვიუ
„ფაქტობრივად, ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა, როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება გახდეს ჟურნალისტების და მათ შორის, მოქალაქეების დასჯის საფუძველი“- ამბობს იურისტი, მკვლევარი გურო იმნაძე. როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც მაღალჩინოსნების მხილებას დააპირებს? – „ბათუმელები“ მას ამ თემაზე ესაუბრა. ბატონო გურო, „ოცნების“ პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. გვინდა ნათლად ავუხსნათ …
Continue reading “როგორ აპირებს „ოცნება“ გააჩუმოს ყველა, ვინც კრიტიკას დააპირებს – ინტერვიუ”
„შემაძრწუნებელია, რომ დემონსტრანტები ექვემდებარებიან ძალადობასა და წამებას“ – კოალიცია
„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მშვიდობიანი დემონსტრანტების, განსაკუთრებით, ბავშვების, ახალგაზრდების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობრივი, რეპრესიული ზომების საპასუხოდ“ – „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. კოალიცია აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც გმობს ადამიანის უფლებების დარღვევის საგანგაშო ფაქტებს, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. კოალიციის შეფასებით, საქართველოს …
მოსამართლეს მშობელმა $10 ათასი აჩუქა, ანუ რა როლი აქვთ მოსამართლეებს რუსული კანონის შემოღებაში
„ერთადერთი ვარიანტი, რომ მე აქციებზე დგომა არ გამეგრძელებინა, იყო ციხეში თუ ჩამსვამდნენ. რამდენი დღითაც შემაბრუნებდნენ, იმდენი დღე ვერ გამოვიდოდი. ცოტა ცინიკურიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო მეტად გიზრდის. შეუძლებელია, შეწყვიტო ბრძოლა ქვეყნისთვის,“ – ეს მეთორმეტეკლასელი სანდრო ჯოხაძის სიტყვებია, რომელიც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე დღის წინ 2200 ლარით დააჯარიმა. სანდრო ჯოხაძე ერთ-ერთია მათ …
ვიტრინა ბათუმში, სადაც ივანიშვილს აკრიტიკებდნენ, ნიღბიანმა პირმა ჩაამსხვრია
„გვილეწავენ ყველაფერს, აი, ეს არის მომავალი საქართველო – დალეწილი, ეს არის აგენტობა, ეს არის რუსული კანონი,“ – საკუთარი საშაურმის ჩალეწილ ვიტრინაზე მიგვითითებს მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე. ჩამტვრეულ ვიტრინაში ჯერ კიდევ იკითხება მოქალაქის საპროტესტო გზავნილები, მაგალითად, „ბიძი, 10 – 10 კილოგრამს თუ დაგვიმატებთ, ჩვენც წამოვალთ!“ საშაურმის ვიტრინა ბათუმში, ქალაქის ცენტრში, გორგილაძის ქუჩაზე, 25 აპრილს, დაახლოებით დილის 4 …
Continue reading “ვიტრინა ბათუმში, სადაც ივანიშვილს აკრიტიკებდნენ, ნიღბიანმა პირმა ჩაამსხვრია”
ოხანაშვილი პარლამენტში რუსული კანონის ხსენებაზე დეპუტატებს მიკროფონს უთიშავს
დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე მყოფ პარლამენტის წევრებს ოპოზიციიდან, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „რუსული კანონის“ ხსენებაზე მიკროფონს უთიშავს და არ აცდის სიტყვის დასრულებას. „ეს კანონი, რუსული კანონი ….“ – ოხანაშვილმა სიტყვა არ დაასრულებინა და მიკროფონი გაუთიშა დეპუტატ ხატია დეკანოიძეს, რომელიც ამბობდა, რომ რუსული კანონი სწორედ სამოქალაქო სექტორს …
Continue reading “ოხანაშვილი პარლამენტში რუსული კანონის ხსენებაზე დეპუტატებს მიკროფონს უთიშავს”
ისეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, სადაც თავისუფლად შევძლებ აზრის გამოხატვას – მასწავლებელი
„თუ მე აზრის გამოხატვას დამიშლი, ამიკრძალავ რაღაც საკითხებზე არ ვილაპარაკო და თავი ჩავქინდრო, რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა“ – ამბობს თიკა ალადაშვილი, რომელიც პროფესიით განათლების ფსიქოლოგია, მაგრამ ამჟამად თელავის მე-4 საჯარო სკოლაში ფიზიკურ აღზრდას და სპორტს ასწავლის. „ბათუმელები“ მას სკოლასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. ქალბატონო თიკა, როგორია თქვენი სპორტის გაკვეთილები? მარტო …
კურიერი Tik-Tok-ზე ვიდეოსთვის 2 ათასით დააჯარიმეს – ის სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებდა
ფეისბუქზე გამოხატული მოსაზრებისთვის მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ საქართველოში მოქალაქე Tik-Tok – ვიდეოს გამოც მიიჩნიეს სამართალდამრღვევად. დღეს, 21 ივნისს, საია-მ გამართა ფორუმი, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და მისი გამოყენების პრაქტიკის ტენდენციები შეაჯამეს. საია-ში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ახალი ტენდენცია, როცა ონლაინსივრცეში გამოთქმული მოსაზრებისთვის აკავებენ ადამიანებს და აჯარიმებენ. „თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ცნო …
„ხდება ხალხის მტრების გამოგონება“ – ჯანაშია ბერძენიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე
ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ისევ იქცა „ქართული ოცნების“ სამიზნედ. ამჯერად მის წინააღმდეგ კამპანია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურზე“ მსჯელობის გამო ააგორეს – ბერძენიშვილმა ხევსურები შეურაცხყოო. ლევან ბერძენიშვილს სახლთან 15-20 ნიღბიანი ადამიანიც კი დაახვედრეს. რას ნიშნავს, როცა ფილოლოგი, პუბლიცისტი დევნის ობიექტი ხდება და რა ემართება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს თავისუფალი აზროვნების გამო სდევნის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, …
მოქალაქე შიმშილობს და ითხოვს ბავშვები სკოლებში უფასოდ კვებონ, მას პოლიციამ კარავი წაართვა
„პოლიციაში მითხრეს, რომ კარავი ჩემი ნებით დამეშალა, არ არის ლამაზი, ახალი წელიაო… მე კი ვამბობ, რომ მხოლოდ ახალ წელს გვახსენდება ბავშვები, სულ სხვა კუთხით: უფასოდ მიგვყავს ატრაქციონებზე, თეატრში, თითქოს კომპენსაციას ვახდენთ. ჩვენ ახალი წლის გარდა მთელი წელი საერთოდ არ გვახსოვს ათასობით მშიერი ბავშვი სკოლებში,“ – ამბობს მოქალაქე ზურაბ ქარჩავა, რომელიც პოლიციელებმა გუშინ, 28 დეკემბერს, კარვის …
„შსს გამოხატვის უფლებას თავზე დემონსტრაციულად გვახევს“ – დაკავება ბათუმში კარვის გაშლისთვის
პოლიციელებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ კაცი დააკავეს საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვისთვის. მან კარავი გაშალა და შიმშილობის დაწყებას აპირებდა. მოქალაქე ზურაბ ქარჩავა სკოლებში უფასო კვების სისტემის დანერგვას ითხოვს. „საახალწლო ღონისძიებებია მიმდებარე ტერიტორიაზე… აკრძალულია, აქ არ შეიძლება კარვის გახსნა,“ – მიმართა ზურაბ ქარჩავას ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების ხელმძღვანელმა, ბაჩო ხაჟომიამ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი კანონის საფუძველზეა …
4-7 წლით პატიმრობა ელით სააკაშვილის მომხრეებს, ვინც პენიტენციურის თანამშრომელს მონა დაუძახა
„მონა, მონას ვეძახდით და ამის გამო დაკითხვაზე გვიბარებენ,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ენმ-ს ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს „მონა“ დაუძახა. ახლახან [15:00 საათი] გამოკითხვაზე დაბარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემაც. ის აცხადებს, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მისცემს გამოძიებას ჩვენებას. 14 დეკემბერს მიხეილ …
ფეისბუქპოსტისთვის კაცი 2500 ლარით დააჯარიმეს – მოსამართლის გადაწყვეტილება
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ფეისბუქპოსტისთვის. „ხვიჩა შაქარიშვილის საქმეზე“ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 სექტემბერს მიიღო. ხვიჩა შაქარიშვილი აგვისტოს ომის ვეტერანია და 2022 წლის 6 ივლისს ფეისბუქპოსტში პოლიციელებს შეაგინა. „სამართალდარღვევის დროულად აღკვეთის მიზნით“, პოლიციამ მოქალაქე 8 დღის შემდეგ – 14 ივლისს დააკავა და 48 საათი გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. „ჩვენ მოსამართლეს ვუთხარით, …
Continue reading “ფეისბუქპოსტისთვის კაცი 2500 ლარით დააჯარიმეს – მოსამართლის გადაწყვეტილება”
„რიჟვაძე, მოდი…“ – ამ ფრაზის ღობეზე დაწერისთვის ბათუმში მოქალაქე დააჯარიმეს
„მინდოდა სრულად დამეწერა: „რიჟვაძე, მოდი, ჩვენ გადაგვიღუნე,“ მაგრამ არ დამამთავრებინეს, მხოლოდ ამის დაწერა მოვასწარი: „რიჟვაძე, მოდი“, მოვიდნენ და დამაჯარიმეს,“ – ამბობს თამარ კურატიშვილი, მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი. მისი საქმე დღეს, 15 სექტემბერს, განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევაა თორნიკე რიჟვაძის მისამართით სამშენებლო ღობეზე მინაწერი – „რიჟვაძე, მოდი“. მოსამართლემ მოქალაქე 50 ლარით დააჯარიმა. …
Continue reading “„რიჟვაძე, მოდი…“ – ამ ფრაზის ღობეზე დაწერისთვის ბათუმში მოქალაქე დააჯარიმეს”
ვინ არის აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელსაც ფეისბუქში პოლიციელების გინების გამო ასამართლებენ
„ეს მილიცია უფროა, მგონი, ვიდრე პოლიცია, მედავებიან ფეისბუქში პოსტის დადებას… მგონია, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველას გვაქვს პოსტის გამოქვეყნების უფლება,“ – ამბობს ბათუმელი ხვიჩა შაქარიშვილი. ის მართლაც ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტისთვის დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს. სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. შესაბამისად, მოქალაქე ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელის. ხვიჩა შაქარიშვილი კონკრეტულ პოლიციელებსაც ასახელებს, …
38 000 ლარით დააჯარიმა ენმ-ს წევრები ბათუმში მოსამართლე გოგუაძემ ქუჩის გადაკეტვისთვის
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმში ქუჩის კარვებით გადაკეტვისთვის 6 მაისის აქციის მონაწილეები 2 -2 ათასი ლარით დააჯარიმა, რამდენიმე მონაწილე კი – 3500 ლარით. 24 ოპოზიციონერის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს, 3 ივნისს, მიიღო. „სასამართლომ ჩათვალა, რომ არ გვქონდათ სამართლებრივი საფუძველი, გზა გადაკეტილიყო“, – უთხრა ოპოზიციონერებს მოსამართლემ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის …
„დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ
6 მაისს, ღამით, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 24 ადამიანი დააკავეს. 23 ოპოზიციონერი და ერთი გამვლელი, რომელიც დაკავების პროცესს შეესწრო და ტელეფონით გადაღება დაიწყო. დაკავებულები მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები იყვნენ და იურისტების შეფასებით, დაკავების მომენტში კანონს არ არღვევდნენ. „ნებისმიერი აქციის დროს, რომელიც იმართება მთავრობის მისამართით, მაქსიმალურად იყენებს კანონმდებლობას ხელისუფლება იმისათვის, რომ სამუდამოდ ჩაახშოს კრიტიკული …
მოსამართლემ გაამართლა კობერიძე, რომელმაც ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ცოტნე კობერიძე გაამართლა და მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. გადაწყვეტილება დღეს, 4 აპრილს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ცოტნე კობერიძემ გუშინ, 3 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა, საჯაროდ უწოდა „ბიძინას მონა“. ამ შემთხვევის შემდეგ კობერიძე პოლიციელებმა დააკავეს. ცოტნე კობერიძე თბილისის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლება“.
საშიშია, როცა მიიჩნევ, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას – ზვიად ქორიძე
ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც მათ შორისაა, ვინც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების გაუარესებაზე შიშობს. მისი აზრით, გამოხატვის თავისუფლების, როგორც მთავარი კონცეპტუალური საკითხის მიმართ, იცვლება დამოკიდებულება. ზვიად ქორიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება გადააქციოს რაღაც ქიმერად, რომელსაც თითქოს შეუძლია ქვეყანას ნორმალურ განვითარებაში შეუშალოს ხელი და ამას აჯერებს კიდეც გარკვეულ საზოგადოებას. „ამიტომ აცხადებენ გამოხატვის თავისუფლებას დესტრუქციულ ქმედებად, აკავებენ …
Continue reading “საშიშია, როცა მიიჩნევ, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას – ზვიად ქორიძე”
ქუთაისმა გააუქმა ბათუმელი მოსამართლის გადაწყვეტილება – გორგაძე გაამართლეს
„სახეზეა ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში“, – ასე შეაფასა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა თემურ გორგაძის სუსის შენობასთან დაკავება და შემდეგ მისთვის 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. სააპელაციო სასამართლომ თემურ გორგაძე გაამართლა და გააუქმა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილება. თემურ გორგაძემ სასჯელი სრულად მოიხადა – ის 5 დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. თემურ გორგაძე „გირჩის“ ბათუმის …
Continue reading “ქუთაისმა გააუქმა ბათუმელი მოსამართლის გადაწყვეტილება – გორგაძე გაამართლეს”
როცა გტაცებენ ხელს და გტენიან მანქანაში – რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას
შეიძლება პოლიციამ ქუჩაში მხოლოდ იმიტომ დაგაკავოს, რომ ხელში ტრანსპარანტი გიჭირავს; პროტესტის ნიშნად, ვთქვათ, მუსიკას რთავ სუსის ან პარლამენტის შენობასთან; პულვერიზატორით ქუჩაზე წარწერას აკეთებ; უბრალოდ, ფერად ბუშტებს უშვებ ცაში, რომელზეც რამდენიმე საპროტესტო სიტყვა აწერია. ბოლო პერიოდში სწორედ მსგავსი მიზეზებით აკავებენ ადამიანებს საპროტესტო აქციებზე. ერთ ადამიანზე ათი პოლიციელიც კი მოდის. არის შემთხვევები, როცა პოლიციელები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე …
გოგოს პოლიციელები დაწყევლას ედავებოდნენ, მოსამართლემ ის გაამართლა
მერი მამუკაშვილი, რომელმაც ბათუმის ბულვარში პოლიციელები დაწყევლა, როცა ის პირბადის არქონის გამო დააჯარიმეს, მოსამართლე როინ კახიძემ გაამართლა. „არ ველოდი, თუ ბათუმის სასამართლოში ასე მოხდებოდა. მოსამართლემ თქვა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მერი მამუკაშვილმა. ის „გირჩის“ მხარდამჭერია და სასამართლო პროცესზე იურისტი ბადრი გრიგალაშვილი იცავდა. პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მერი მამუკაშვილის წინააღმდეგ 15 მაისს შეადგინეს. …
Continue reading “გოგოს პოლიციელები დაწყევლას ედავებოდნენ, მოსამართლემ ის გაამართლა”
რა უნდა ვქნათ, როცა პრემიერი კონსტიტუციის გაუქმებას ცდილობს? – ინტერვიუ HRW-ის ასოცირებულ დირექტორთან
„პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს რიტორიკა, რომელიც პოპულისტურია და არ ემსახურება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას,“ – მიიჩნევს გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი. მას ვკითხეთ, რა უნდა ქნას საზოგადოებამ, როცა პრემიერი ღიად აცხადებს, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციის შესაბამისად [უმრავლესობის მმართველობა უმცირესობების უფლების დაცვით], არამედ უმრავლესობის …
„ღარიბაშვილის გამოსვლა არის დიქტატურის ანონსი“ – ზაალ ანდრონიკაშვილი
„სწორედ ამ დღეებში ხდება საქართველოს გაფორმება ავტორიტარულ რეჟიმად,“ – მიიჩნევს ზაალ ანდრონიკაშვილი, პუბლიცისტი, ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მას ვკითხეთ, თუ რა დაინახა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებში. გარდა იმისა, რომ დღეს, 12 ივლისს, პრემიერმა შეთქმულების თეორია დააბრალა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს და პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვაც სახელმწიფომ ვერ …
Continue reading “„ღარიბაშვილის გამოსვლა არის დიქტატურის ანონსი“ – ზაალ ანდრონიკაშვილი”
რა თქვა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ კითხვაზე: დაირღვა თუ არა კონსტიტუცია?
„მე არ ვარ პოლიტიკოსი,“ – კითხვაზე თავის არიდება ამ პასუხით სცადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ. მას გუშინ, 5 ივლისს, თბილისი პრაიდზე პოლიციელების თვალწინ მოქალაქეების ჩაგვრაზე, ჟურნალისტების ცემასა და კონკრეტული ოფისების დარბევაზე ვკითხეთ ჟურნალისტებმა. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა წარმოადგინა. მერაბ ტურავას შევახსენეთ, რომ ის საკონსტიტუციო …
Continue reading “რა თქვა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ კითხვაზე: დაირღვა თუ არა კონსტიტუცია?”
„საპატრიარქო ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაციაა“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი
გაძლიერდა, თუ პირიქით, დასუსტდა ეკლესიის მიმართ ნდობა, რომელიც დღეს პირდაპირ მოძალადის როლში მოგვევლინა? – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიას ამჯერად უკვე არა მარტო ქრისტიანობის კრიზისი აქვს, არამედ ეს არის სოციალური მხარდაჭერის კრიზისი და „ეკლესია ვაბანკზე მიდის“. „ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს დღეს მიმდინარე პროცესზე რამდენიმე კითხვა დაუსვა: ბატონო მირიან, რა გამოჩნდა დღეს – რა როლი აქვს …
„მაინც გავშალე“ – პოლიციელების მიერ კარვის დაშლას საია უკანონობად აფასებს
„მაინც გავშალე კარავი“ – ამბობს დავით ბურჭულაძე, რომელსაც გუშინ, 30 ივნისს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, პოლიციელებმა კარავი დაუშალეს. დავითმა ამჯერად კარავი იმ ეზოს შესასვლელთან გაშალა, სადაც თვითონ ცხოვრობს. დავით ბურჭულაძე საპენსიო სესხის 5 პროცენტამდე შემცირებას ითხოვს, ასევე პენსიის 500 ლარამდე გაზრდას და პენსიონერების ჯანდაცვის 100 %-იანი პაკეტით უზრუნველყოფას. მან კარავი მემედ აბაშიძის გამზირზე, ტროტუარზე, 30 …
Continue reading “„მაინც გავშალე“ – პოლიციელების მიერ კარვის დაშლას საია უკანონობად აფასებს”
2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ტოგონიძემ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები
„ვერ ვიქნები აქციების წინააღმდეგი, მაგრამ შესაძლებელია აქცია გაიმართოს ისე, რომ არ გადაიკეტოს გზა. პროტესტის გამოხატვა შესაძლებელია ტროტუარზეც,“ – აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, რომელმაც დღეს, 25 ივნისს, „კარვების გაშლის საქმეზე“ სამი პირი 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში. ბათუმში 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაკავებული 7 პირის საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა, …
Continue reading “2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ტოგონიძემ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები “
ოპოზიციონერი პოლიციელებს: “ჩვენ გავიკეთებთ აწი სამხრე კამერებს” – კარვების გაშლის საქმე
„არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას,“ – ასე დაიწყო „კარვების გამო მოქალაქეების დაკავების საქმის“ გახსენება პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს, 25 ივნისს, შედგა. პოლიციელების თქმით, აქციის მონაწილეები 20 ივნისს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას და შენობის პიკეტირებას აპირებდნენ კარვების გაშლით. თუმცა აქციის მონაწილეებს და არც ჟურნალისტებს 20 ივნისს აქციაზე არ გაუგიათ ამ მიზეზის შესახებ. იმ დღეს …
როცა აქციაზე პოლიცია კარავს არ გაშლევინებს – არის თუ არა ეს თვითნებობა?
„პოლიცია ჩაერია შეკრების უფლებაში, მას ჰქონდა ვალდებულება, განემარტა, რატომ არ მიეცათ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება, თუ ასეთი შეზღუდვის საფუძველი არსებობდა,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე 20 ივნისს ბათუმში მომხდარ ამბავზე – პოლიციელებმა განმარტების გარეშე აქციის მონაწილეებს კარვები ჩამოართვეს, 7 მონაწილე დააკავეს და მხოლოდ ეს თქვეს: „აქ კარავს ვერ გაშლით“. …
Continue reading “როცა აქციაზე პოლიცია კარავს არ გაშლევინებს – არის თუ არა ეს თვითნებობა?”
მოსამართლეს, რომელმაც ივანიშვილის სიმშვიდეზე იზრუნა, უზენაესში ნიშნავენ
მოსამართლე ბიძინა სტურუას, რომელმაც შეკვეთილში გამართული აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები 2019 წელს დასაჯა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ირჩევენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე შეარჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მათ შორისაა ბიძინა სტურუა. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. მოსამართლე ბიძინა სტურუამ „გააღვიძე ოლიგარქის“ საქმეზე სამართალდარღვევად მიიჩნია ის, რომ „აქციის მონაწილეები დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურობდნენ“. ეს პოლიციის მიერ შედგენილ …
Continue reading “მოსამართლეს, რომელმაც ივანიშვილის სიმშვიდეზე იზრუნა, უზენაესში ნიშნავენ”
„არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს“ – წარწერა ქუჩაზე მოსამართლემ დარღვევად მიიჩნია
“შემოიტანეთ,” – თქვა თუ არა მოსამართლემ, მანდატურმა წინ დაუდო სტენსილის ესკიზი ანუ ხის დაფაზე ამოტვიფრული ასოები: “არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს”. ამ ფრაზის ქუჩაზე წითელი და მსხვილი ასოებით დაწერის მცდელობის გამო პოლიციელებმა მოქალაქე მზია ქედელიძე 500 ლარით დააჯარიმეს. “მე არ ჩამიდენია დანაშაული, ეს არ იყო დანაშაული,” – მიმართა მოსამართლეს მზია ქედელიძემ. “კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს …
Continue reading “„არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს“ – წარწერა ქუჩაზე მოსამართლემ დარღვევად მიიჩნია”