გაზგასამართი სადგურის აფეთქებისგან დაშავებული გარდაიცვალა

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული პირი დღეს დილით გარდაიცვალა. დაშავებული გუშინ კლინიკა “მედინადან” გადაიყვანეს თბილისის დამწვრობის ცენტრში. მას აფეთქების შედეგად კანის დაახლოებით 90 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული მკურნალობას განაგრძობს თბილისის დამწვრობის ცენტრში.  

გაზგასამართი სადგურის აფეთქებისგან დაშავებული თბილისში გადაჰყავთ

გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. პაციენტს რამდენიმე წუთის წინ დაატოვებინეს კლინიკა „მედინა”. „დაშავებული გადაჰყავს რეანომობილს. ის ისევ მართვით სუნთქვაზეა დამოკიდებული და ტრანსპორტირება ხორციელდება ყველა წესის დაცვით,” – უთხრა “ბათუმელებს” ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. მინისტრის თქმით, პაციენტის გადაყვანა გუშინაც განიხილებოდა, მაგრამ მისი მეუღლე ამის წინააღმდეგი იყო. დაშავებულს კანის დაახლოებით 90 პროცენტი …

აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

16 აგვისტოს ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანების მდგომარეობა ისევ მძიმეა. ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ საავადმყოფოში ორი პირი გადაიყვანეს. „ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა, ვისი სხეულის 90 პროცენტი დამწვარია, ისევ კრიტიკულია,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. მინისტრი განმარტავს, რომ დამწვრობის ეროვნულ ცენტრთან  კონსულტაცია გაიარეს და მიიღეს რჩევა, რომ ამ ეტაპზე პაციენტის თბილისში გადაყვანა …

Exit mobile version