ბონისა და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ

ბათუმის წყლის ინფორმაციით, დღეს, პირველ მაისს, ხახულის ქუჩაზე წყალმომარაგების 1000 მმ-იანი მილი დაზიანდა. ამ ეტაპზე მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, რის გამოც წყალმომარაგების მიწოდება ბონისა და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს 18:00 სთ-მდე შეუწყდება.

შეზღუდვები ბონის წყალმომარაგებაში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, სერგი მესხის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანდა წყალმომარაგების მილი. რის გამოც ტარდებას სარემონტო სამუშო და ბონის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას 14:30 საათიდან, 16:00 საათამდე, შეეზღუდება წყალმომარაგება.

შეზღუდვები „ბონი-გოროდოკის“ წყალმომარაგებაში

დღეს, 23 მარტს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდებათ ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს „ბონი-გოროდოკის“ ტერიტორიაზე. ამის მიზეზი „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების კვეთაში არსებულ მოედანზე, წყალმომარაგების მილის ურდულზე, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოებია.

Exit mobile version