11 ივნისს სტუდია “ათინათის” 10 წლის იუბილე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გრანდიოზული კონცერტით აღინიშნა. მრავალფეროვანი ღონისძიება სახელწოდებით – “მზესთან ერთად დავიბადე” სტუდიის ყველა თაობის აღსაზრდელმა მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე ოვაციების ფონზე ჩაატარა.
Tag Archives: ბაღი ათინათი
„ათინათი“-ში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
დღეს, 3 აპრილს, სტუდია „ათინათი“-ში მოეწყო სააღდგომოდ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. პატარების თვალწინ შექმნილი ულამაზესი ექსპონანტები მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი სააღდგომო სუფრის დასამშვენებლად შეიძინეს. სტუდია „ათინათი“ წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
“გაზაფხულის ფრაგმენტები” – სტუდია “ათინათის” აღსაზრდელები გვილოცავენ
სტუდია-ბაღ “ათინათის” აღსაზრდელებმა მხიარული წარმოდგენით მიულოცეს მშობლებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის დადგომა. “თეა და ლიკას 4-5 წლიანების” ჯგუფმა მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა გადაჭედილ დარბაზს. პატარებმა გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს, პატარა ეტიუდები გაითამაშეს და ბოლოს საკუთარ გულშემტკივრებს ყვავილების თაიგულები დაურიგეს საჩუქრად.