ქართველ მუსლიმთა კავშირი ბათუმის მეჩეთზე ხაზარაძისა და ვოლსკის განცხადებებს ეხმაურება

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას და ქართველი მუსლიმების უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა. განცხადებას გთავაზობთ სტილის დაცვით: „მინდა გემოვეხმაურო უმრავლესობის ლიდერის ბატონი გია ვოლსკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, ბატონი მამუკა …

EMC : გადაუჭრელი რჩება ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC),  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს.  შეფასებების ერთი ნაწილი შეეხება საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და გადაცემის დისკრიმინაციულ პრაქტიკებს. შეფასებაში ნათქვამია, რომ კვლავ გადაუჭრელი რჩება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. „მუსლიმების თვითორგანიზებულ ჯგუფთან ბათუმის მერის მიერ დაწყებული მოლაპარაკებები შედეგების გარეშე დასრულდა, წაყენებული პირობების უსამართლო …

ბათუმის მერიამ სახალხო დამცველის რეკომენდაცია მეჩეთთან დაკავშირებით არ შეასრულა

ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა – ამის შესახებ სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. 2018 წლის 28 მარტს სახალხო დამცველმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა და იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მერიამ უარი თქვა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. სახალხო დამცველი წერს: „მიწის ნაკვეთი, რომელზეც მუსლიმმა თემმა საკულტო ნაგებობის მშენებლობა …

ტარიელ ნაკაიძე: მერის შემოთავაზება დისკრიმინაციულია და აშკარა ლუსტრაცია იყო

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერის მიერ ინიცირებული მოლაპარაკების პროცესს აფასებს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 20 აპრილს, საინიციატივო ჯგუფმა გაავრცელა, ნათქვამია: „ჩვენ დასაწყისშივე მივესალმებით ახლადარჩეული მერის მიერ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას და ინიციატივას ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო დავის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის თაობაზე. მუსლიმი მრევლის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის …

ტარიელ ნაკაიძე ახალი მეჩეთის ზომებთან დაკავშირებულ შესაძლო კომპრომისზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მერია მუსლიმ თემს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას არ მისცემს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. „საპროტესტო აქციები დაიწყება იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობას ვაპირებთ. თუმცა, როდის დაიწყება ეს აქციები ან რა ფორმატში წარიმართება, ამ საკითხებს მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი სხვა მორწმუნეებთან ერთად …

ტარიელ ნაკაიძის მიმართვა ბათუმის მეჩეთში: დღეს დაგვირეკა ზურაბ პატარაძემ მეჩეთის თაობაზე

„იმ ზარის შემდეგ, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის მიერ განხორციელდა ჩვენთან, იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციულად შეიცვლება ეს ყველაფერი და დიდი დავის გარეშე აშენდება მეჩეთი აჭარაში, ბათუმში, ჩვენს საკუთარ მიწაზე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაცნობებთ რა სახის ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ და როგორ ვიმუშავოთ. საინიციატივო ჯგუფი იკრიბება ლოცვის შემდეგ ამ თემაზე სასაუბროდ და მობრძანდით“, – ასე მიმართა ტარიელ …

Exit mobile version