ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი აირჩიეს – კონკურსი მხოლოდ 1 კანდიდატით

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად მამუკა ალაფიშვილი აირჩიეს. რექტორობის კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა. აკადემიური საბჭოს ხუთივე წევრმა კანდიდატს სრულად გამოუცხადეს ნდობა. მამუკა ალაფიშვილის რექტორად არჩევამდე ამავე უნივერსიტეტში 6 თვე რექტორის მოვალეობას ასრულებდა. ის აკადემიურმა საბჭომ 4 წლის ვადით აირჩია. გასულ წელს ამ უნივერსიტეტის სტუდენტები და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი დააკავეს. ისინი პროევროპული აქციების მხარდასაჭერად გაიფიცნენ. …

Exit mobile version