ბათუმში მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

დღეს, 25 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე ერთ-ერთი ღია ბარიდან, უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, სავარაუდო მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია: „ადგილზე მისულ ბრიგადას ერთ-ერთი გონებადაკარგული დახვდა, ხოლო მეორეს ღებინება ჰქონდა. ორივე უკონტაქტო იყო, სავარაუდოდ 24-25 წლის“. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ პაციენტები მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით შეიყვანეს საავადმყოფოში …

რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადაეცა

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICS) მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადასცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სტაციონარში ულტრათანამედროვე კომპიუტერული ტომოგტაფი, ციფრული რენტგენის აპარატი და საექსპერტო დონის ექოსკოპი დამონტაჟდა. ეს აპარატურა საშუალებას იძლევა, რომ დაცული იქნას კვლევებისა და დიაგნოსტირების თანამედროვე სტანდარტები. სამედიცინო დაწესებულებამ თანამედროვე აპარატურის გამოყენებით კვლევების ჩატარება უკვე დაიწყო.

„რესპუბლიკური საავადმყოფო” თანხის გადახდას გარდაცვლილ პაციენტს სთხოვს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო მომსახურების თანხის გადაუხდელობას ედავება ე.ხ.-ს, რომელიც უკვე გარდაცვლილია. „გარდაცვლილის მეუღლემ სასამართლოს წარუდგინა გარდაცვალების მოწმობაც,” – აღნიშნა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. მან საქმის განხილვა გადადო, ვიდრე მემკვიდრეობის მისაღებად კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა არ გაივლის. „ჩვენთვის ინფორმაცია ამ პირის გარდაცვალების შესახებ ცნობილი არ იყო,” – მიმართა მოსამართლეს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ წარმომადგენელმა, ნათია წულაიამ. ნათია წულაიას …

Exit mobile version