კამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

11 მარტს, 14:00 საათზე,  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იაპონური ჯიშის კამელიების გამოფენა მოეწყობა. გამოფენა ბოტანიკური ბაღის პანორამულ გადასახედზე გაიმართება. გამოფენილი იქნება იაპონური კამელიების 78 სახეობა და ბოტანიკურ ბაღში მიღებული 30-მდე  ჰიბრიდული ფორმა. გამოფენაზე დასწრება უფასოა. ბოტანიკურ ბაღში შესვლა კი მწვანე კონცხის მხრიდან იქნება შესაძლებელი.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი უცხოელებისთვის ბილეთს 7 ლარით აძვირებს

ბათუმის ბოტანიკური ბაღი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბილეთის საფასურს 7 ლარით აძვირებს. 2018 წელს უცხოელი ტურისტები ბოტანიკურ ბაღში 8 ლარის ნაცვლად 15 ლარად შევლენ. ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცხოელებისთვის განსხვავებული ფასის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს.  ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფასი შენარჩუნდა და მათ ბაღში შესვლა 8 ლარად შეეძლებათ. როგორც ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დიფერენცირებული ფასები უცხოელებისთვის …

ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ბოლო ოჯახს ასახლებენ

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მცხოვრები 38 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინებით. შეთანხმება ამ დრომდე ვერ იქნა მიღწეული მხოლოდ გურამ მამულაძის ხუთსულიან ოჯახთან. გასული წლის ივნისში მერიამ მამულაძის ოჯახს ულტიმატუმი წაუყენა – ან აირჩევდა მერიის შეთავაზებული სამი ბინიდან ერთ-ერთს და დათმობდა ბოტანიკურ ბაღში მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქონებას, …

გირჩების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში

28 დეკემბერს ბათუმის ბოტანიკური ბაღი  გირჩების გამოფენას  მოაწყობს. „გამოფენა ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება გირჩების მრავალსახეობა და ასევე გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები, რომელთა შეძენას ნებისმიერი დამთვალიერებელი შეძლებს“. ადმინისტრაციის განცხადებით, გამოფენაზე უახლოესი შესასვლელი  არის ჩაქვის მხრიდან (მე-3 სალარო). გამოფენაზე დასწრება უფასოა.

191 879 ლარი ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ლაბორატორიის გასარემონტებლად

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“ 191 879 ლარი აქვს გათვალისწინებული ბაღის სამეცნიერო ლაბორატორიის შენობის გასარემონტებლად. შენობა მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. აშენებულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში. თავდაპირველად ფუნქციონირებდა სხვა დანიშნულებით, ამჟამად განთავსებულია სამეცნიერო ლაბორატორიები და კაბინეტები. შენობა იმ პროექტის მიხედვით გარემონტდება, რომელიც „ბოტანიკურმა ბაღმა“ შეისყიდა. სარემონტო სამუშაოებზე კი ცალკე ტენდერია გამოცხადებული. ტენდერი პირველ სექტემბერს დასრულდება. შენობა …

ბულვარში იასონ გორდეზიანის ქანდაკებას დადგამენ

ბათუმის ბულვარში ცნობილი მებაღე-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგმება. მთლიანობაში ძეგლისთვის [განთავსების ჩათვლით] მაქსიმუმ 130 ათასი ლარია გათვალისწინებული. ძეგლისთვის შერჩეულია სავარაუდო მდებარეობაც – ის ბულვარის კოლონადების გვერდით [მარცხნივ] განთავსდება. ბულვარის ტერიტორიაზე იასონ გორდეზიანის საპარკე ქანდაკების საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 4200 ლარი გამოყო. ესკიზს და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას ბულვარი ტენდერის საშუალებით შეისყიდის. …

ბოტანიკური ბაღი ევროპის მოედანზე მცენარეებს გაყიდის

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 ივნისს ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სარეალიზაციო მცენარეები გამოიფინება. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროპის მოედანზე  შეიძინონ შემდეგი სახეობის მეცნარეები –  ჰორტენზია, ჭანჭყატი, ნეკერჩხალი, მაგნოლია, გარდენია, პალმა ბუტია კაპიტატა, პალმა – ვაშინგტონია, პალმა – ფინიკი, ტენსტროემია, ბიოტა (აღმოსავლური ტუია), როზმარინი, გაურა, კალისტემონი, მორცხვი მიმოზა, ოქროსფერი ტუია და …

ვარდების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში [ანონსი]

9 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდების გამოფენა გაიმართება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამთვალიერებელს მიეცემა საშუალება, ნახოს ვარდის 11 სახეობა და 100 კულტურული ფორმა ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთში. გამოფენა ზედა პარკში, მუდმივმოყვავილე სკვერთან გაიმართება. გამოფენაზე დასწრება უფასო იქნება.

ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი მოეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის (შქერნალის მიმდებარე ტერიტორია) ინფრასტრუქტურის მოწყობას „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ გეგმავს. ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შენობების საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოებში კი ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საკუთარი ბიუჯეტიდან, მაქსიმუმ 112 750 ლარს გადაიხდის. შესაბამისი ტენდერი 19 ივნისს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს. პრეტენდენტმა ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს: [checklist] ბილეთების ჯიხურის მშენებლობა; …

ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

6 მაისს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა იგეგმება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება 15 სახეობის ბამბუკი, ასევე, „გამოიფინება შპს ,,La Bambu”-ს მიერ დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები, მათი შეძენა დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება. გურმანებს ბაღის თანამშრომლები გაუმასპინძლდებიან ბამბუკისაგან დამზადებული კერძებითა და ტკბილეულით“. საზოგადოებრივი კოლეჯი  „ახალი ტალღა“ კი გამოფენაზე ბამბუკისგან დამზადებულ სხვადასხვა დესერტსა და კოქტეილს წარმოადგენს. …

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ვიზიტორებს აფრთხილებს

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ვიზიტორებს მოსალოდნელ შეფერხებასთან დაკავშირებით აფრთხილებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის „ქვედა პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დაწესდა გარკვეული შეზღუდვა, რომელმაც ბაღის ტერიტორიაზე ვიზიტორთა უსაფრთხო და კომფორტული შესვლა უნდა უზრუნველყოს. „არსებული შეზღუდვით, ბაღის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, „მწვანე კონცხის“ მხრიდან არსებული შემოსასვლელის და სალარო აპარატების ნაცვლად ისარგებლონ მიმდებარედ, დაცვის საგუშაგოსთან არსებული სამანქანო შემოსასვლელით, სადაც ასევე …

ბათუმის ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეებისთვის

„უფრო ახლოს ბუნებასთან“ – ასე ეწოდება საგანმანათლებლო პროექტს, რომელსაც ბათუმის ბოტანიკური ბაღი ორ ეტაპად ახორციელებს. პროექტი გაზაფხულსა და შემოდგომაზე განხორციელდება და მიზნად ისახავს მოზარდ თაობაში ბიომრავალფეროვნების, ბუნებისა და გარემოს დაცვის პროპაგანდას, საბუნებისმეტყველო განათლების ხელშეწყობას. პროექტში ჩართული იქნება აჭარის კერძო და საჯარო სკოლების 160-მდე მოსწავლე, რომლებიც გადანაწილდებიან 8 სასწავლო ჯგუფში და გაივლიან 4-დღიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს …

ბოტანიკურ ბაღში 70-მდე ჯიშის კამელია გამოიფინა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა მიმდინარებს. გამოფენა 14:00 საათზე დაიწყო და დღეს, საღამომდე გაგრძელდება. 70-მდე ჯიშის მოყვავილე კამელია და ბაღში გამოყვანილი ჰიბრიდები, ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში, პანორამულ გადასახედზეა გამოფენილი. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, კამელიების ნერგები ადგილზე შეიძინონ. კამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, თითქმის ყოველ გაზაფხულს იმართება.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართება

25 მარტს,  შაბათს, 14:00-დან 17 საათამდე ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში, პანორამულ გადასახედზე კამელიების გამოფენა გაიმართება. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე ჯიშის მოყვავილე კამელია და ბაღში გამოყვანილი ჰიბრიდები. დამთვალიერებელს ასევე შესაძლებლობა ექნება ადგილზევე შეიძინოს კამელიების ნერგები.    

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 40 ათას ლარად ერთ ელექტროავტობუსს იყიდის

ბათუმის მერიის ა(ა)იპ – „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“, ერთ ელექტროავტობუსს [ელექტრომობილს] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. ელექტრომობილის შესაძენად თანხას, 40 ათასამდე ლარს, ბოტანიკური ბაღი საკუთარი შემოსავლებიდან გადაიხდის. 40 ათასი ლარი სატენდერო თანხაა და შესთავაზებენ თუ არა ბოტანიკურ ბაღს ელექტრომობილს გაცილებით დაბალ ფასში, ტენდერის შემდეგ გამოჩნდება. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 20 მარტს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება. ბათუმის ბოტანიკური …

ბათუმის ბოტანიკური ბაღი საქორწილო მაგიდას ყიდულობს

ბათუმის ბოტანიკური ბაღი საქორწილო ცერემონიალისთვის ხის თეთრი ფერის მაგიდას იყიდის. ბაღის ადმინისტრაცია სხვადასხვა ზომის 45 სტენდსა და ერთ მაგიდაში მაქსიმუმ 3 500 ლარს გადაიხდის. როგორც სატენდერო განაცხადშია აღნიშნული, ეს თანხა არა ბიუჯეტიდან, არამედ ბოტანიკური ბაღის საკუთარი შემოსავლებიდან დაიხარჯება. თეთრი ფერის მაგიდა „ბოტანიკურ ბაღს“  საქორწილო ცერემონიალის უზრუნველსაყოფად სჭირდება. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მომსახურება ფასიანია: მაყრიონის დაშვება ბაღის ტერიტორიაზე …

ხილის გამოფენა ბოტანიკურ ბაღში

2016 წლის 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ხილის გამოფენა გაიმართება. ინფორმაციას ბათუმის ბოტანიკური ბაღი ავრცელებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის საკვებად ვარგისი, 30 სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 50-მდე ხეხილ-კენკროვნები. გამოფენის ფარგლებში მოეწყობა როგორც ნედლეულის, ასევე მისგან დამზადებული პროდუქციის დეგუსტაცია.

ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“, რომელიც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტმა გასული ორი წლის საქმიანობის შემოწმებისას არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოავლინა. დეპარტამენტმა „ბოტანიკური ბაღის“ 2014-2015 წლების ფინანსური აუდიტი ჩაატარა. დეპარტამენტის ინფორმაციით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ბოტანიკური ბაღის საბუღალტრო მონაცემებით, ორგანიზაციას 2014 წელს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული აქვს 1 357 924 ლარი, რაც 541 012 ლარით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ …

ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილით გადაადგილება 3 ლარი გახდა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ზამთრის  სეზონზე, ბაღის ტერიტორიაზე ელექტრომობილით ტრასპორტირების მომსახურება 3 ლარი გახდა. „ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან (უნივერსიტეტის ან „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღისპირა პარკამდე ან/და პირიქით) საბოლოო პუნქტამდე, ასევე მარშრუტის ცალკეული უბნებიდან ბოლო პუნქტამდე“. ხოლო, პირველი ივნისიდან, 31 დეკემბრამდე  ელექტრო ტრანსპორტით სარგებლობა ისევ 5 ლარი იქნება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ბოტანიკური ბაღის შესახებ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა. „სასტუმრო კომპლექსს, რომელიც მწვანე კონცხზე უნდა აშენდეს, არანაირი შემხებლობა არ აქვს ბოტანიკურ ბაღთან. ადგილი, სადაც სასტუმრო შენდება, 200 მეტრითაა დაშორებული ბაღის შესასვლელს და მათ შორის მოსახლეობა ცხოვრობს,“ – განმარტავს ზურაბ ჭურკვეიძე, აჭარის …

ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველად ბაღების საერთაშორისო გამოფენაზე

ბათუმის ბოტანიკური ბაღი,  ბაღების და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე „EXPO 2016 ANTALYA“ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.  ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსგავს გამოფენაში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას. ბაღების საერთაშორისო გამოფენა „EXPO 2016 ANTALYA” თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურად 23 აპრილს გაიხსნა და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. „გამოფენაში მონაწილეთა რიცხვი სხვადასხვა ქვეყნიდან უპრეცენდენტოდ მაღალია. გამოფენაში მონაწილეობს თურქეთის სხვადასხვა რეგიონი, ასევე, კანადა, ჩინეთი, …

Exit mobile version