ახალი სახანძრო მანქანები საქართველოს 7 ქალაქში გადანაწილდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება. „სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია „მაგირუსის“ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. ასევე, აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი …

შუახევს ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადასცეს

შუახევის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადაეცა. მაღალი გამავლობის, მანევრირებადი და სწრაფი მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს. ოქტომბერში ტყის ხანძრის ახალი მანქანები 13 რეგიონს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების ავტოპარკს გადასცეს. მაშინ აჭარაში ასეთი მანქანა მხოლოდ ხულოს გადაეცა. უახლოეს მომავალში ტყის ხანძრის ახალ მანქანას ქედასაც გადასცემენ. რეგიონების სახანძრო-სამაშველოებს ტყის ახალი …

რეგიონების სახანძრო-სამაშველოებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადასცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადაეცათ. ახალი მანქანები 13 რეგიონის ავტოპარკს შეავსებს. ახალი სახანძრო მანქანა აჭარაში ჯერჯერობით მხოლოდ ხულოს გადაეცა. დანარჩენი 12 მანქანა გადაეცა აბასთუმანს, ბორჯომს, ახმეტას, თელავს, თეთრიწყაროს, დუშეთს, კასპს, ხარაგაულს, ლენტეხს, ონს, მესტიასა და ჩოხატაურს. უახლოეს მომავალში საქართველოში დამატებით 7 ახალი ტყის სახანძრო მანქანა შემოვა, სწორედ …

Exit mobile version