აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 3 ახალი წევრი აირჩიეს

დღეს, 27 სექტემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე  წარდგენილ კანდიდატურებს. ფარული კენჭისყრის შედეგად კომისიის წევრებად აირჩიეს ციალა შავაძე, ზაალ ზაალიშვილი და თამარ ქამადაძე. არჩეულმა კანდიდატებმა 13-13 ხმა მიიღეს. სხვა კანდიდატები იყვნენ: სოფიო კახაძე, დავით ფარტენაძე და სოფიო შაქარიშვილი. არჩეული წევრები 5 წლის ვადით დარჩებიან ამ თანამდებობაზე. მათი …

უსკო განყოფილების უფროსს ეძებს – ხელფასი 1800 ლარია

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [ უსკო] ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. თანამდებობრივი სარგო 1800 ლარია. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი, საარჩევნო სისტემაში, გრანტების მოძიების სფეროში ან საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. აუცილებელი მოთხოვნაა ასევე, საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის ფლობა. კონკურსი სამ ეტაპიანია, პირველი ეტაპი განაცხადების გადარჩევას, …

ვის აწყობს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის გაუქმება

ხომ არ უქმდება უმაღლესი საარჩევნო კომისია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს? – ეს კითხვა მას შემდეგ დაისვა, როცა აჭარის კონსტიტუციის პროექტში, მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, განსაკუთრებული გამგებლობის საკითხების ჩამონათვალიდან გაქრა ტექსტი: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება“. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ თუ ამ ვარიანტს საბოლოოდ დაამტკიცებს უმაღლესი საბჭო, უმაღლესი საარჩევნო კომისიის …

უსკო დაფინანსების გაზრდას ითხოვს

„სტრატეგიული განვითარების სამსახური“, – ამ სახელწოდებით ახალი სამსახურისა და შესაბამისად შტატების დამატებას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] ითხოვს. ახალმა სამსახურმა არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო მოხელეების განათლებისა და უსკოს შესაძლებლობების გაზრდაზე უნდა იმუშაოს. ამჟამად უსკოს ყოველწლიური ბიუჯეტი [საარჩევნო წლის გარდა] ნახევარ მილიონზე მეტია და  იგი მიმდინარე წელს 582 500 ლარს შეადგენს. თუკი უსკოს მოთხოვნას უმაღლესი საბჭო დააკმაყოფილებს, …

უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. წილისყრით ნომერი ორ პარტიას მიენიჭა – N31 „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ [ეს პარტია პარლამენტის არჩევნებისთვის ბლოკშია გაერთიანებული, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად დამოუკდიებლად იბრძოლებს], ხოლო მეორე პოლიტიკური გაერთიანება არის „მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“ და მისი რიგითი ნომერია – 32. …

საია მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციაზე

„უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია”, – აცხადებენ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”. საუბარია ბათუმში, 31 ივლისს, მემედ აბაშიძის ქუჩაზე შეკრებილებთან მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვაზე, სადაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული ოფისის წინ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განცხადებას აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს შეიტანს. განცხადებაში აღნიშნულია: …

Exit mobile version