ბათუმში 12 და 13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 12 და 13 აპრილს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. აღნიშნულ დღეებში უფასოდ მგზავრობა აღდგომის დღესასსწაულს უკავშირდება. ამასთან, „ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩების გავლით, ხოლო №2 და №2ა …

აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. „სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მობილობის შემცირების მიზნით 3-დან 12 მაისის ჩათვლით საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება. „როგორც მოგეხსენებათ, 4-11 მაისი გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, …

მოგვიწევს წელსაც მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომა – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას წელსაც მოკრძალებულად მოუწევს აღდგომის აღნიშვნა ეპიდვითარებიდან გამომდინარე. „ჩვენ წელსაც მოგვიწევს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული, თუმცა ვიმედოვნებ, ჩაკეტვის გზას ამ ეტაპზე არ მივმართავთ და ვიმედოვნებ, შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები,“ – განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩაკეტვა არ არის მთავრობის …

წელს აღდგომას არ იქნება არანაირი გასვლა – საბერძნეთის განვითარების მინისტრი

საბერძნეთის განვითარების მინისტრი, ადონის გეორგიადისი აცხადებს, რომ წელს გამორიცხულია აღდგომის დღესასწაულის ტრადიციული გასვლით აღნიშვნა კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოცხადებული კარანტინის გამო. „წელს არ იქნება არანაირი სააღდგომო გასვლა, კარანტინი გაგრძელდება იმ დრომდე და ახლავე უნდა ვთქვათ ეს,“ – განაცხადა მინისტრმა.  მან ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, ერთი თვის განმავლობაში მოთმინება გამოიჩინონ. წელს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. …

№11 ავტობუსი 1-2 მაისს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულისა და მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებით,  პირველ და 2 მაისს, მუნიციპალური ტრანსპორტის №11 სამარშრუტო ხაზი  მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

Exit mobile version