გულშემატკივრების 15 ილუსტრაცია „სპანჯბობის“ შემქმნელის ხსოვნის პატივსაცემად

ცნობილი ანიმაციური სერიალის „სპანჯბობის“ შემქმნელი სტივენ ჰილენბურგი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. „გარდიანის“ ცნობით, ანიმატორი, მწერალი და პროდიუსერი ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს ებრძოდა, რის შესახებაც მან გასული წლის მარტში განაცხადა. „სპანჯბობი“,  რომელიც 1999 წელს გავიდა ეთერში, გლობალურ ჰიტად იქცა და 60-ზე მეტ ენაზე, მათ შორის, ქართულადაც ითარგმნა. ნახეთ, როგორ გამოემშვიდობნენ სტივენ ჰილენბურგს სხვა არტისტები და გულშემატკივრები: 1. Andrew Sings …

შრეკი ეკრანზე ბრუნდება

2010 წლის შემდეგ შრეკის ახალი, მეხუთე სერია ეკრანებზე მალე გამოჩნდება.  „საზიზღარი მეს“ შემქმნელმა და კინოსტუდია Illumination Entertainment-ის დამფუძნებელმა პროდიუსერმა, კრის მელედანდრიმ ამის შესახებ პირველად გამოცემა Variety-სთან 6 ნოემბერს ისაუბრა. ანიმაციას მაიკ მაიერსი, ედი მერფი და ანტონიო ბანდერასი გაახმოვანებენ. „შრეკის” პირველი ოთხი სერია კინოსტუდია DreamWorks-ს ეკუთვნის. სტუდიას შრეკის მეოთხე სერიამ 750, მეორემ კი 920 მილიონ დოლარზე …

ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში

ანიმაციური კინოს ფუძემდებელი ფრანგი მხატვარი, ემილი რეინოა გახლავთ. 1892 წლის 28 ოქტომბერს ფრანგული საზოგადოება პირველად ესტუმრა ე.წ. „ოპტიკურ თეატრს“. რეინოს ქმნილება, პრაქსინოსკოპი, უზრუნველყოფდა მოძრავი ნახატების ჩვენებას. სწორად ეს მოვლენა აღმოჩნდა ანიმაციური ეპოქის დასაწყისი. 29 ოქტომბერს სკოლა ევრო-2000-ის დაწყებით კლასებში მუსიკის პედაგოგის – მაგდანა მათითაიშვილის ინიციატივით ანიმაციის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეები შეთავაზებულ აქტივობაში ხალისითა და ინტერესით …

ანიმაციური სერიალი Adventure Time დასრულდა

„ქართუნ ნეთვორქის” ერთ-ერთი საუკეთესო, სამეცნიერო-სათავგადასავლო ანიმაციური სერიალი „თავგადასავლების დრო“ 10 სეზონის შემდეგ დასრულდა. თუ აქამდე Adventure Time-ის შესახებ არ გსმენიათ, წინ ჯადოსნობებით, მამაცი გულებით, სიკეთითა და ნამდვილი გმირობებით სავსე თავგადასავლები გელით. მიუხედავად იმისა, რომ ანიმაციური სერიალი „ქართუნ ნეთვორქზე“ გადის, ნუ ჩათვლით, რომ იგი მხოლოდ ბავშვებისთვისაა. სერიალი ორ გმირზე – ბიჭი ფინისა და მისი საუკეთესო მეგობარი …

„სიმპსონების“ რეჟისორის ახალი მულტსერიალი ალკოჰოლის მოყვარულ პრინცესაზე აგვისტოში გამოვა

კომპანია ნეტფლიქსმა  Comic Con -ის ფესტივალზე “სიმპსონებისა” და “ფუტურამას” რეჟისორის, მეთ გრეინინგის ახალი ანიმაციური სერიალის, “განჯადოების” სრული ტრეილერი აჩვენა. იმ უდიდესი წარმატების შემდეგ, რაც გრეინინგს „სიმპსონებმა“ და „ფუტურამამ“ მოუტანა, ნეტფლიქსმა მას ახალი ანიმაციური კომედიური შოუს შექმნა შეუკვეთა. როგორც  ბრიტანული გამოცემა  NME  იუწყება, ნეტფლიქსმა შოუს 20 ეპიზოდი შეუკვეთა, რომელიც ორ სეზონად დაიყოფა.  პირველი 10 ეპიზოდი მომავალ თვეში, 17 აგვისტოს …

10 ყველაზე რეიტინგული ანიმაციური ფილმი

ათეული მომზადებულია IMDB-ის მონაცემებზე დაყრდნობით. 1. „მოჩვენებების მიერ გატაცებული“  იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის ეს სურათი 2001 წელსაა გადაღებული.  ფილმი სულების სამყაროში მოხვედრილი გოგონას თავგადასავალზეა, რომელიც ცხოველებად გადაქცეული მშობლების დახსნას ცდილობს. ფილმს 57 ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის: „ოსკარი“ და „ცეზარი“. 2. „კოკო“  ლი ანკრიჩისა და ედრიან მოლინას ანიმაციური ფილმი 2017 წელსაა გადაღებული. ფილმის მთავარი გმირი პატარა …

ანიმაციური ფილმების ფესტივალი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი – „ექო თოფუზი“ 7-8 ივნისს ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, 2016 წელს შექმნილი ოთხი ქართული და ამავე რაოდენობის უცხოური ანიმაციური ფილმი ნახოს, ანიმაციური ფილმების ჩვენებამდე კი, ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბარაბან შოუ, ანიმაციური ვორქშოპი და ვიქტორინა მოეწყობა. ვიქტორინაში გამარჯვებულ ბავშვებს, თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების კრებულის DVD დისკებს გადასცემენ. ანიმაციური …

ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო

დღეს 10 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო.  ფესტივალის ფარგლებში დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტში მასტერკლასები გაიმართა. საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 33 ქვეყნის 130 ფილმი.  ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კატეგორიის ანიმაციური ფილმები: ფილმი უფროსებისთვის,  საბავშვო ფილმი, ბავშვების მიერ შექმნილი ფილმი, ექსპერიმენტული ფილმი,  ტელესერიალი, დებიუტი, სტუდენტურიფილმი, ფესტივალ „ექო თოფუზის“ ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმი. ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და ხელოვნების უნივერსიტეტში,ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურის და ქობულეთის კულტურის სახლებში. ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო  და  საბავშვო ჟიური, რომლის შედეგებიც გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. გარდა საკონკურსო ფილმების ჩვენებებისა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებში. 13-14-15 ოქტომბერს, თოჯინების სახელმწიფო თეატრში გაიმართება ვორქშოფები – „ანიმაცია – ურთიერთობის მხატვრული ფორმა“; 13-14 ოქტომბერი, სასტუმრო პლაზაში  – მასტერკლასები – …

Exit mobile version