დღეს, 20 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა, ჟურნალისტებთან სუს-ის ხელმძღვანელის ირაკლი ერისთავისა და სხვა საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურებში დასაქმებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სუს-ის უფროსს საჯარო სამსახურში ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს დასაქმებული. „რა თქმა უნდა, ნეპოტიზმი ყველა მთავრობის დროს იყო, მაგრამ რაც დღეს გვაქვს, ეს არის ნათელი მაგალითი კლანურ-ოჯახური მმართველობის, რომელიც იყო …
Tag Archives: ანზორ თხილაიშვილი
ანზორ თხილაიშვილი არქივის უფროსის მოადგილედ დანიშნეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ანზორ თხილაიშვილი, არქივის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. იგი სავარაუდოდ ფინანსურ მიმართულებას ჩაიბარებს. „ეს იყო ჩემი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, როცა დასაყრდენი პიროვნება არის შენ გვერდით. ბატონი ანზორი ძალიან კომპეტენტურია“, – გვიპასუხა არქივის სამმართველოს უფროსმა, მაკა ივანიშვილმა. რატომ მიიჩნია მთავრობამ ფინანსურ ნაწილში კომპეტენტურად უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი? – …
Continue reading “ანზორ თხილაიშვილი არქივის უფროსის მოადგილედ დანიშნეს”
უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები „ქართული ოცნებიდან“ შეთავაზებას ელოდებიან
აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრი აკაკი ძნელაძე ისევ უმაღლეს საბჭოში დასაქმდა. ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა. ამ კომისიას უმაღლეს საბჭოში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ხელმძღვანელობს. ჯერ-ჯერობით შეთავაზებას ელოდება უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, აგრარულ და გარემოს დაცვის, შემდეგ კი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ანზორ …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები „ქართული ოცნებიდან“ შეთავაზებას ელოდებიან”
13+8 – რა თანხა ვერ დახარჯა მთავრობამ და რატომ?
2015 წელს აჭარის მთავრობამ ორი მაღალბიუჯეტიანი პროექტის – რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაგეგმა. საავადმყოფოს მშენებლობას ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი, სტადიონის მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა. გარდა ამისა, გასულ წელს განსახორციელებელი პროექტებიდან მთავრობას 13 მილიონზე მეტი ლარი მორჩა. ამ თანხას ემატება ის 8 მილიონი, რაც შარშან სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე უნდა …
Continue reading “13+8 – რა თანხა ვერ დახარჯა მთავრობამ და რატომ?”