საქართველოს ძიუდოისტ გოგონათა ნაკრები თურქეთში | მარცხნიდან: ნათია აბუსერიძე (მწვრთნელი), ნათია მიქაბერიძე, ნინო მგელაძე, ქეთი ჩხაიძე, ქრისტინა მამულაძე, ნანი კირკიტაძე (მწვრთნელი)

 

 

ფინალში ნინო მგელაძემ მაკედონელი, ხოლო ნათია მიქაბერიძემ თურქი ძიუდოისტები დაამარცხეს და ოქროს მედლები დაისაკუთრეს. ბრინჯაოს მედალოსნები ქრისტინა მამულაძე და ქეთი ჩხაიძე გახდნენ.

 

საქართველოს ნაკრები სულ ცხრა სპორტსმენით წარსდა ტურნირზე. ძიუდოისტი გოგოები ასევე აჭარის ნაკრების წევრებიც არიან. მთავარი მწვრთნელის ნანი კირკიტაძის თქმით, ისინი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლოს სპორტსმენები არიან.

 

ტურნირი 21 აგვისტოს დაიწყო და 30 აგვისტოს დამთავრდება. მასში სხადასხვა ქვეყნიდან 600 გოგო–ბიჭი მონაწილეობს, რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში (კადეტები 1998-99-2000, 2001-2002, ახალგაზრდები 195-96-97, ვეტერანები).

 

საქართველოს ძიუდოისტ გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

  1. მარი აბუსერიძე
  2. ნატო ფოთელიძე
  3. ხატია შარაძე
  4. ნინო მგელაძე
  5. ქეთი ჩხაიძე
  6. ქრისტინა მამულაძე
  7. სალომე ლომაძე
  8. ნათია მიქაბერიძე
  9. სალომე აბაშიძე

მთავარი მწვრთნელები: ნანი კირკიტაძე; ნათია აბუსერიძე

 

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version