გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ნოემბრის 21 საათიდან 23 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
- ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა ღამით 4 ბალი, დღისით 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 24 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან და 25 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა, დროგამოშვებით ძლიერი.