17 ნოემბერს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სტამბაში.
„ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ სავარაუდოდ, ხანძარი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.
ამ დროისთვის [23:40 საათი] ადგილზე დაკვამლიანებაა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

