შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე.

„დაკავებულები თურქეთისა და სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდნენ.

კერძოდ, უკრაინის ორი მოქალაქე მკვლელობისთვის, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საცხოვრებელ სახლში ან მის დამხმარე ნაგებობაში ჩადენილი ძარცვისთვის იძებნებოდა“ – იუწყება სამინისტრო.

შსს-ს ცნობით, ძებნილი პირები ბათუმში დააკავეს და ამჟამად სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version