დღეს, 30 ოქტომბერს, ბათუმში ავტოავარიაში მოჰყვა „გლოვოს“ კურიერი, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა.

საგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კვეთაში მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მოპედი სავარაუდოდ გზაზე მოცურდა.

დაშავებული მოპედის მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version