უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 427 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 12 151 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 24 956 ერთეული [+10]
- საარტილერიო სისტემა – 46 169 ერთეული [+85]
- MLRS – 1 946 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 502 ერთეული [+6]
- თვითმფრინავი – 438 ერთეული [+1]
- ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 414 798 ერთეული [+1 914]
- სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 943 ერთეული [+11]
- გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 121 742 ერთეული [+526]
- სპეცტექნიკა – 4 428 ერთეული [+4]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 914 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 670 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
- 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთის დარტყმა ოდესასა და სუმზე – არის მსხვერპლი
რუსეთში საწვავის დეფიციტი აისახა აფხაზეთზეც – გაძვირდა ბენზინი და მგზავრობა