დღეს, 23 აპრილს, შუადღისას, ბათუმის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ხმა ბულვარში მდებარე სასტუმრო „ამბასადორიდან“ მოდიოდა და ამავე დროს, სასტუმროს თავზე  დაკვამლიანება იყო.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ აფეთქდა გაზის ბალონი. ამ დროის მონაცემებით [15:30] მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური.

ინფორმაცია განახლდება. 

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან: 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version