შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავეს ბათუმსა და თბილისში.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ეძებდნენ.
„დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.
______________
ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან