გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის 21 საათიდან 5 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 25– 30 გრადუსი
- ღამით: 20– 25 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი
- ღამით: 8 – 13 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 6-7 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.