სტუმარ-მასპინძელი აჭარაში

 

ის იყო ოთხმა მოგზაურმა მთის ფერდობზე აივაკა, რომ ძველი წაბლის ხით ნაშენი სახლის კარი გაჭრიალდა. აივანზე ქალი გამოვიდა. მოგზაურები შინ შეიპატიჟა. უარის მიღების შემდეგ  დალოდება ითხოვა. ხუთ წუთზე უფრო ნაკლებ დროში, ხელში ვერცხლისფერი სინითა და სინზე დალაგებული ოთხი დიდი ჭიქით დაბრუნდა. ჭიქები ახალშედედებული მაწვნით იყო სავსე.