ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით ორი კაცი დაჭრეს, ორივე დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Exit mobile version