ლგბტ თემისთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ბათუმში 28 და 29 სექტემბერს ჩატარდება. ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა.

ტრენინგზე „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტები: დიანა დავითაძე და ანზორ ხატიაშვილი ისაუბრებენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, დისკრიმინაციაზე, პოლიციასთან ურთიერთობის დროს უფლებების დარღვევასა და ოჯახში ძალადობაზე. შეხვედრაზე კონკრეტულ შემთხვევებს და კაზუსებსაც განიხილავენ.

ტრენინგი დღის 4 საათზე დაიწყება და საღამოს რვამდე გაგრძელდება. მისამართი: „იდენტობის“ ბათუმის ოფისი, დავით კლდიაშვილის #1.

ტრენინგს ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციები: „იდენტობა“ და „თანასწორობის მოძრაობა“ მართავენ.

შეხვედრაზე დასასწრების მსურველებმა წინასწარ უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ლინკი: https://goo.gl/forms/wit20YKhngPf3L5Z2


Exit mobile version