mesწწ

 

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იანვრის ბოლომდე მოხდება საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობის შესყიდვა, რომელიც მუსლიმ თემს გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის „ორთა ჯამეში” გამოათავისუფლებს დამატებით ფართს, რომლის რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მეჩეთში ღია ცის ქვეშ ლოცვის პრობლემა მოიხსნება.

მთავრობის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეჩეთების გადაცემის პროცესი. ამასთან, სახელმწიფო უახლოეს მომავალში დააზუსტებს აჭარაში მოქმედი იმ მეჩეთების ნუსხას, რომლებიც, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, შესაძლოა სამართავად მუსლიმ თემს გადაეცეს.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version