Black Sea Sound-ის ფარგლებში ვორქშოფები დაიწყო. პირველი ვორქშოფი – „ჰარმონიის მნიშვნელობა თანამედროვე მუსიკაში“ 16 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე, მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“  გაიმართება და მას  მუსიკოსი ლევან შანშიაშვილი [ჯგუფი KID Jesus] გაუძღვება.

ვორქშოფზე განხილული იქნება სხვადასხვა მაგალითი და ზოგადად ნოტების, აკორდების, ჰარმონიის თავისებურებები, ასევე, სანოტო სისტემის მნიშვნელობა და მელოდიის ჰარმონიზირება.

დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია [დაკლიკეთ ბმული] უნდა გაიარონ.

პროექტი – Black Sea Sound Fest ემსახურება აჭარაში ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას.  პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version