ლევან დოლიძე ამბობს, რომ  მისთვის სამსახურიდან გათავისუფლება მოულოდნელი იყო, ხვალ ხუთი წელი გახდება რაც ის პორტში მუშაობს. 

 

აქციაზე იმყოფება ამირან მიქელაძე,  ნავსადგურის პროფკავშირის თავმჯდომარე. რომელმაც დღეს სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს პორტის ადმინისტრაციის ბრძანება გააცნო. 

 

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე კი “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს კონტაქტი არ გაუგრძელდება აქციას პორტის სხვა თანამშრომლებცი შეურთდებიან, რაც მისი თქმით  ბათუმის პორტის პარალიზებას გამოიწვევს: “ხალხი ახალ წელს დარჩა უმუშევარი, მათ სესხები აქვთ გამოტანილი ბანკებიდან”.

 

ლევან ფაილოძე ბათუმის ნავსადგურის დირექტორის მოადგილე “ბათუმელებთან” განმარტავს, რომ დაახლოებით 45 ადამიანს კონტრაქტის  ვადა ამოეწურა და მათთან ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაგრძელება არ იგეგმება, თუმცა ეს ადამიანები რჩებიან რეზერვთა სიაში, “ისინი არიან კვალიფიციური და გადამზადებული კადრები”. 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version