ავარია მოხდა ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველის ინფორმაციით, შუქნიშანთან შეჩერებულ ავტომანქანას უკნიდან  ისეთი ძალით დაეჯახა ავტომანქანა, რომ მის წინ მყოფი მესამე ავტომანქანაც დაზიანდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს მგზავრები არ დაშავებულან.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით.

თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო
თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version