გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში და მთელს აჭარაში უახლოეს დღეებში გრილი ამინდია მოსალოდნელი.

„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით  იქნება 18-23 გრადუსი, დღისით – 24-29 გრადუსი, მთაში ღამით – 12-17, დღისით – 20-25 გრადუსი სითბო.

ზღვის წყლის ტემპერატურა დღეს 28, 5 გრადუსია.

შაბათ-კვირას, 26-27 აგვისტოს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ტემპერატურა ღამით – 20-22 გრადუსი სანაპირო რაიონებში, დღისით – 25-30 გრადუსი. ზღვაზე ღელვა 2-3 ბალია,“ – უთხრა „ბათუმელებს“  ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსმა, მარინე ქათამაძემ.

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version