ამინდის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 24 ივლისს ბათუმში იწვიმებს. მზიანი ამინდი მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს არის მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა ხუთშაბათს დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი + 23 გრადუსი. პარასკევს +33 გრადუსი, შაბათს კი +34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
სხვა დღეებში კი პროგნოზის მიხედვით, წვიმებია მოსალოდნელი. ამავე წყაროს ინფორმაციით, ბათუმში ხვალაც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი იქნება.