„არ ქონას ეს არ ჯობია?“ – უსარგებლო პანდუსი

 

ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შენობაზე პანდუსი ორი თვეა გაკეთდა. ქედის გამგეობის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქურის განყოფლების უფროსის, თამაზ აბულაძის განმარტებით, ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად პანდუსის დახრილობა 6 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს, კულტურის ცენტრის შენობაზე კი პანდუსის დახრილობა დასაშვებ ნორმას ბევრად აჭარბებს.