ტუალეტების დეფიციტი ტურისტულ ქალაქში

 

 

ერთ დროს ყველაზე ცნობილ კაფე „რვაფეხას“ ბათუმში დღესაც ბევრი ვიზიტორი ჰყავს, თუმცა ადრინდელისგან განსხვავებით, ტურისტები და ადგილობრივები ახლა მას სულ სხვა მიზნით სტუმრობენ. შენობაში არსებული ანტისანიტარიითა და შარდის მძაფრი სუნით, ადვილი მისახვედრია, რომ ამ შენობას ხალხმა საპირფარეშოს ფუნქცია შეუთავსა.