საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ვენაშია

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებულ პრესრელიზში წერია, რომ: “2014 წლიდან საქართველო, ავსტრიის შემდეგ, გახდება კონგრესის თავმჯდომარე სახელმწიფო, ხოლო კონგრესის თავმჯდომარის თანამდებობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაიკავებს.”

 

კონგრესი 1971 წელს დაარსდა და იგი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებს აერთიანებს. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, 2014-2017 წლების განმავლობაში, ევროპის საკონსტიტუცო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილ ყველა მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში.

 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის გადაწყვეტილება 2012 წელს კენჭისყრის  საფუძველზე იქნა მიღებული. კონგრესში მონაწილე   40  ევროპული  ქვეყნიდან საქართველოს კანდიდატურას 39 ქვეყანამ დაუჭირა მხარი.  აღნიშნულ გადაწყვეტილებას  მხოლოდ რუსეთი არ დაეთანხმა.

 

 

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version