ყოფილი პოლიტპატიმრები „მოქალაქეს“ უერთდებიან

 

ისინი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას „მოქალაქეს“ შეუერთდნენ. „ჩვენ ვაპირებთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში ჩავერთოთ. ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გავდივართ, რომ ვიმუშაოთ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე“-განაცხადა ჯემალ დუაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორი დღის, წინ 23 იანვარს დააფუძნა. ორგანიზაციის ძირითადი ორიენტირი ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვაა.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version