ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდული მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო სოფელ ციხისძირთან ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო, რამაც მოქალაქეების და მძღოლების პროტესტი გამოიწვია. როგორც თვითმხილველმა „ბათუმელებს“ აცნობა, ამ დროისთვის მაგისტრალი გახსნილია, თუმცა ავტომანქანები შეფერხებით გადაადგილდება.
აჭარაში [ჩაქვში, ბუკნარში, ციხისძირში] რამდენიმე ძირ ხეს ამზადებენ გადასატანად. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გურიაში, შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აშენებს.




