ბათუმი BIAFF-ის მოლოდინში

 

ბათუმის საავტორო  ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესიტვალზე მნიშნელოვანი სიახლეები იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

 

წელს პირველად, ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ მოეწყობა. კინომოყვარულებს საშუალება ექნებათ ფილმები  ბათუმის პლაჟზე და ბულვარში ნახონ. რაც შეეხება ძირითად კინოჩვენებებს, კინოთეატრ „აპოლოში“ და ბათუმის თოჯინების თეატრში მოეწყობა.

 

BIAFF-ზე კინოპროგრამის გარდა რამდენიმე დამატებითი ღონისძიება იქნება, მათ შორის დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი. პროექტის ფარგლებში შეირჩევა ოთხი 3-4 კაციანი გუნდი, რომელსაც ჩაუტარდებათ პრაქტიკული ხასიატის ტრენინგები დოკუმენტურ კინოში. ერთკვირიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეები მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ კინოს გადაიღებენ.

 

კინოფესტივალზე საერთაშორისო კონკურსი მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებზე იქნება. ასევე წარმოდგენილი იქნება ე.წ. „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო“ (კავკასია, ირანი, თურქეთი, ცენტრალური აზია).

 

კინოფესტივალი 2013 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება და მასზე  დასწრებას აკრედიტირებული სტუმრები უფასოდ შეძლებენ. 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version