ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა მახუნცეთთან, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალიდან სატვირთო ავტომობილი გადავარდა. მანქანა ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩავარდა. ავტოავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც „ბათუმელებს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტომობილი გზიდან მიმდინარე წლის 14 იანვარს გადავარდა და ფაქტზე აღძრულია საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ქედა. ქვედა მახუნცეთი. გზიდან გადავარდნილი ავტომანქანა. 17.01.2017 / ფოტო: ეკა ბარამიძე

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version